¹ბს-372-360(გ-13) 19 სექტემბერი, 2013 წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
Nნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა ლ. ხ-ას სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით განსჯადობის შესახებ დავა, წარმოშობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ხაშურის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ხ-ამ 30.05.13წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 21.05.13წ. ¹20/12-968 და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების უფროსის გ. მ-ის 22.05.13წ. ¹ბგ012898 დადგენილებების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.06.13წ. განჩინებით ლ. ხ-ას მიერ წარმოდგენილი სარჩელი მიჩნეულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებულ საჩივრად და მიღებულ იქნა წარმოებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.06.13წ. დადგენილებით ლ.ხ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ლ. ხ-ას მოთხოვნას შეადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 21.05.13წ. ¹20/12-968 და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების უფროსის გ. მ-ის 22.05.13წ. ¹ბგ012898 დადგენილებების ბათილად ცნობა. სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.1 მუხლის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595 -1599 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე კოდექსის მე-6 მუხლის “ბ” ქვეპუნქტზე დაყრდნობით განმარტა, რომ მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ, ხოლო მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირველი ინსტანციით განიხილავს ასევე ადმინისტრაციულ საქმეებს იმ ადმინისტრაციულ-ტერიტიულ ერთეულში, სადაც არ მოქმედებს მაგისტრატი მოსამართლე. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის შესაძლო ჩადენის ადგილს წარმოადგენდა ქარელის რაიონი, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ხაშურის რაიონული სასამართლო წარმოადგენდა ლ. ხ-ას საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 02.07.13წ. განჩინებით ლ. ხ-ას საჩივარი მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას. Aამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ამ კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო Lლ.ხ-ას საცხოვერბელი ადგილს, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, წარმოადგენს ქ. თბილისი. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლზე, რომლის მიხედვითაც სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. Aამდენად, ლ. ხ-ას საჩივარი, რადგან ქმედება გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-4 ნაწილით, განხილული უნდა იქნეს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, რომელიც აირჩია საჩივრის ავტორმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის და ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად თვლის, რომ ლ. ხ-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის გასჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო
კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის წესები. სსკ-ის III თავის (განსჯადობა) მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას, რომლის მიხედვით სარჩელი წარედგინება მოპასუხეს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს საერთო განსჯადობას და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონმდებლობით განსხვავებული წესია დადგენილი.Mმოცემულ საქმეში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოებია: ზემდგომი - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და მისი ტერიტორიული ორგანო - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს. სასკ-ის მე-6 მუხლში 26.04.12წ. კანონით შეტანილი ცვლილებით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ასევე ამავე კოდექსის საფუძველზე შედგენილი ოქმის კანონიერების შესახებ საქმეებს სასამართლო იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლების თანახმად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს (თანამდებობის პირის) აქტი შეიძლება გასაჩივრდეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში ან ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში საჩივრით. ამასთანავე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამდენად კანონმდებლობა 116-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ, 116-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ვინაიდან გასაჩივრებულ აქტებს საფუძვლად უდევს 116.4 მუხლი, ხოლო ლ. ხ-ას საცხოვრებელი ადგილი არის ქ. თბილისი და სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში აღიძრა, საქმე ტერიტორიული განსჯადობის შესაბამისად, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ხ-ას საჩივარი მოპასუხეების საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს;
2. განჩინება განსჯადობის თაობაზე საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე