Facebook Twitter

საქმე №ბს-215-207 (4კ-13) 26 სექტემბერი 2013 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა, ს. ჩ-ის, ბ. გ-ის და სხვათა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებისა და ე. გ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.13წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. გ-მა, ნ. კ-მა, ს. ჩ-მა, ლ. ჩ-მა, ბ. გ-მა, ს. გ-მა, გ. ა-მა, ი. ჩ-მა, ნ. ქ-ემ, გ. გუგ-მა, ე. გ-მა, რ. კ-მა, ბ. ჩ-მა, ე. გო-ამ, მ. გ-მა, მ. კ-მა, ე. ჯ-მა, მ. გ-მა, მ. ა-ემ, ლ. გ-მა, ი. გ-ამ, ნ. ჯ-ემ, პ. გ-მა, მ. გ-მა სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შსს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ბათილად იქნეს ცნობილი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 02.12.2010წ. №06/2039 წერილი; შსს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების 02.12.2010წ. მიმართვა; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს 14.01.2011წ. №05.02-12/126 წერილი; ეკონომიკის სამინისტროს უარი მოსარჩელეთა 05.01.2011წ. №დ25 განცხადების დაკმაყოფილებაზე, ასევე განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს უარი მოსარჩელეთა 05.01.2011წ. №65 განცხადებების დაკმაყოფილებაზე; გ. გუგ-ის, ნ. ჯ-ის, პ. გ-ისა და მ. გ-ის 21.01.2011წ. №658 განცხადების (დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ) დაკმაყოფილებაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს უარი; შსს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ მოსარჩელეთა მიმართ 21.01.11 წ. შედგენილი ,,საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის შესახებ” გაფრთხილებები და 22.01.11 წ. შედგენილი საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ხელყოფის ან სხვაგვარად ხელშეშლის აღკვეთის ოქმები; შინაგან საქმეთა სამინისტროს 18.03.11წ. №230 ბრძანება; ასევე ეკონომიკის სამინისტროსათვის ქ. თბილისში, ... ქ. №5/7-ში მდებარე №2 შენობის მოსარჩელეთა დროებითი განსახლებისათვის გამიზნულ საცხოვრებელ ფართობად – გამოყოფის და შენობის დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტის სტატუსის მინიჭებისა და მასში მოსარჩელეთა განსახლებაზე თანხმობის მიცემის შესახებ დავალება; განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გ. გუგ-ს, ნ. ჯ-ეს, პ. გ-სა და მ. გ-ს დევნილის სტატუსის მინიჭების და მათზე დევნილის მოწმობის გაცემის დავალება; ამ სტატუსის მინიჭებამდე მათი დევნილის სტატუსის მაძიებელ პირებად დაუყოვნებლივ დარეგისტრირების და მათზე დევნილის სტატუსის მაძიებლის ცნობის გაცემის დავალება; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ქ. თბილისში, ... ქ. №5/7-ში მდებარე №2 შენობის კომპატური განსახლების ობიექტად აღრიცხვის და მოსარჩელეთა აღნიშნულ შენობაში, როგორც დევნილების დარეგისტრირების დავალება; ასევე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების დავალდებულება მოსარჩელეების მითითებულ შენობაში მათ მიერ ადრე დაკავებულ ფართებზე შესახლების თაობაზე; მოსარჩელეებისთვის პირადი ნივთების გადასაზიდად და განსათავსებლად სატრანსპორტო საშუალებების და მუშების გამოყოფის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 03.05.2012წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. ჩ-მა, ბ. გ-მა და სხვებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.13წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.05.12წ. გადაწყვეტილება აპელანტების ნაწილში და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 02.12.10წ. №06/2039 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 14.01.2011 წლის №05.02–12/126 წერილი და დაევალა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალი აქტის გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი შსს 18.03.11 წ. №230 ბრძანება, შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე–საბურთალოს სამმართველოს მე–7 განყოფილების 02.12.2010 წლის მიმართვა, შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე–საბურთალოს სამმართველოს მე–7 განყოფილების 21.01.11 წ. გაფრთხილებები; დაევალა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გ. გ-ის 21.01.11 წ. №658 განცხადების განხილვა. არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნები: მოსარჩელეთა 05.01.11წ. №65 განცხადების დაკმაყოფილებაზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს უარის და მოსარჩელეთა 05.01.2011წ. №დ25 განცხადების დაკმაყოფილებაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უარის ბათილად ცნობის თაობაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის დავალების თაობაზე გამოყოს ქ. თბილისში, ... ქ. №5/7–ში მდებარე №2 შენობა მოსარჩელეთა დროებითი განსახლებისათვის გამიზნულ საცხოვრებელ ფართობად და ამ შენობის დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტის სტატუსის მინიჭებასა და მასში მოსარჩელეთა განსახლებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე. ასევე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროსთვის ქ. თბილისში, ... ქ. №5/7–ში მდებარე №2 შენობის დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტად აღრიცხვის დავალდებულების და მოსარჩელეების აღნიშნულ შენობაში, როგორც დევნილების დარეგისტრირების თაობაზე. ასევე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქ. თბილისში, ... ქ. №5/7–ში მდებარე №2 შენობაში მოსარჩელეების მათ მიერ ადრე დაკავებულ ფართებზე შესახლების დავალების და მოსარჩელებისთვის სატრანსპორტო საშუალებების და მუშების პირადი ნივთების გადასაზიდად და განსათავსებლად გამოყოფის დავალდებულების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.01.13წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს: ს. ჩ-ის, ბ. გ-ის და სხვათა წარმომადგენელმა მ. პ-იამ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებამ და ე. გ-მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება. არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. ჩ-ის, ბ. გ-ის და სხვათა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების და ე. გ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლოს სსსკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნევს, რომ კასატორების ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით ისინი გათავისუფლებულნი უნდა იქნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ჩ-ის, ბ. გ-ის და სხვათა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებისა და ე. გ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორები: ი. ჩ-ი, ნ. ქ-ე (არასრულწლოვანი შვილი – ა. ჩ-ი), რ. კ-ი, ბ. ჩ-ი, ე. გო-ა, მ. გ-ი, ლ. გ-ი (არასრულწლოვანი შვილი ა. კ-ე), ბ. გ-ი, გ. გუგ-ი, მ. კ-ი და ს. გ-ი გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ლ. მურუსიძე