საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-496-478 (კ-13) 18 დეკემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.13წ. განჩინებით მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 19.04.13წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.10.2013წ. განჩინებით კასატორ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სსსკ-ის 396-ე მუხლის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეოუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. აღნიშნული განჩინების ასლი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად გაეგზავნა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ჩაბარდა 21.11.13წ.. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 26.11.13წ. 24 საათზე. კასატორმა საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნას განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ.ვაჩაძე