Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე ბს-517-499(კ-13) 29 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ი. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ი. ფ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირის - ლ. კ-ის მონაწილეობით).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2013 წლის 25 სექტემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ბს-517-499(კ-13) ი. ფ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 მაისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ი. ფ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ვალდებულებისაგან გათავისუფლების ან გადავადების თაობაზე და საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, რათა კასატორს წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი (იხ. ტ. I; ს.ფ. 232-133).

2013 წლის 1 ნოემბერს ი. ფ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება 7-8 დღით იმ მოტივით, რომ მშობლები მხოლოდ მაგ დროისათვის მოახერხებდნენ მისთვის თანხის გამოგზავნას (იხ. ტ. I; ს.ფ. 246).

საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ი. ფ-ის შუამდგომლობა და კასატორს ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადა გაუგრძელდა 8 დღით (იხ. ტ. I; ს.ფ. 248-249).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განესაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა დამატებით 8 დღით, რათა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან გადახდისუუნარობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. აღნიშნული განჩინება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ი. ფ-ეს გაეგზავნა 2013 წლის 5 ნოემბერს. სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინება ი. ფ-ეს ჩაჰბარდა 2013 წლის 6 ნოემბერს (იხ. ტ. I; ს.ფ. 254), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 8-დღიანი საპროცესო ვადა ამოეწურა 2013 წლის 14 ნოემბერს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის კასატორს ხარვეზი არ შეუვსია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ფ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე