Facebook Twitter

საქმე ბს-819-803(კ-12) 4 თებერვალი, 2013 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს ,,…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 4 იანვარს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ ,,…“ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების მ. ბ-ის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამხარეო სამმართველოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქუთაისის ქონების მართვის სამმართველოსა და ვ. ბ-ეს შორის დადებული 1997 წლის 14 აპრილის ¹№154 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების, 1997 წლის მიღება-ჩაბარების აქტისა და 1997 წლის 17 აპრილის ¹№48/319 ,,ა“ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობას, მოსარჩელემ სარჩელის წარდგენის შემდეგ დაზუსტებული სარჩელით ასევე მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში განხორციელებული ვ. ბ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის, საკადასტრო კოდით- ..., ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ ,,…“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ,,…“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება შპს ,,…“ სარჩელზე (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქ. ქუთაისში ... ქუჩა ¹№46-ში მდებარე 29,14 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ვ. ბ-ის (უფლებამონაცვლე მ. ბ-ე) სახელზე საკუთრების უფლების შესახებ სარეგისტრაციოOჩანაწერის გაუქმების შესახებ) უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,…“ სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქ. ქუთაისში, ... ქუჩა №46-ში მდებარე 29,14 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (საკადრო კოდზე ...) ვ. ბ-ის (უფლებამონაცვლე მ. ბ-ე) სახელზე საკუთრების უფლების შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერი. დანარჩენ ნაწილში (სახელმწიფო ქონების მართვის ქუთაისის სამმართველოსა და ვ. ბ-ეს შორის დადებული 1997 წლის 14 აპრილის №154 ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტისა და 1997 წლის 17 აპრილის №48/319 ,,ა“ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში) შპს ,,…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 აპრილის განჩინებით ვ. ბ-ის უფლებამონაცვლის მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა ქ. ქუთაისში, ... ქ. №46-ში მდებარე 29,14 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ვ. ბ-ის სახელზე საკუთრების უფლების შესახებ რეგისტრირებული ჩანაწერი და ამ ნაწილში საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინებით შპს ,,…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება შპს ,,…“ სარჩელზე (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ქ. ქუთაისში, ... ქ. №46-ში მდებარე 29,14 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ვ. ბ-ის (უფლებამონაცვლე მ. ბ-ე) სახელზე საკუთრების უფლების შესახებ სარეგისტრაციო ჩანაწერის გაუქმების შესახებ) უარის თქმის ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,…“ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივრში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ,,…“ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 26 ივნისის განჩინება;

3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას ,,…“ (საიდენტიფიკაციო კოდი: ...) 2012 წლის 26 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე