#bs-803-787(g-12) 13 Tebervali, 2013 w.
q. Tbilisi
administraciul saqmeTa palata
Semadgenloba:
nugzar sxirtlaZe (Tavmjdomare, momxsenebeli).
levan murusiZe, maia vaCaZe
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განიხილა სს ,,ა...“, სს ,,ი...“, ფ...ის, ტ...ის, კ...ის, ს...ის, დ...ის, ბ...ის, რ...ის, ა...ის, ლ...ის, პ...ის, ბე...ის, ჩ...ის, სა...ის, ფე...ის და მ...ის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს ,,ა...“, სს ,,ი...“, ფ...მა, ტ...მა, კ...მა, ს...მა, დ...მა, ბ...მა, რ...მა, ა...მა, ლ...მა, პ...მა, ბე...მა, ჩ...მა, სა...მა, ფე...მა და მ...მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელეებმა თბილისის სააღსრულებო ბიუროს 26.06.12წ. ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის ბათილად ცნობა, სს ,,ქ...“ აქციათა 100%-ზე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა და აქციების მიმართ დადგენილი სეკვესტრის (იძულებითი მართვის) გაუქმება მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საკუთრების უფლებით ერიცხებოდათ სს ,,ქ...“ აქციათა 100%, აქციონერთა ნაწილმა ნაწილობრივ გაასხვისეს თავიანთი აქციები სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულებების საფუძველზე. აღმასრულებლის მიერ 26.06.12წ. დადებული ყადაღის გამო აქციონერები ვერ ახერხებდნენ ცვლილებების შეტანას აქციონერთა რეესტრში. მოსარჩელეების განმარტებით, ისინი სააღსრულებო ფურცელში, რომლის აღსასრულებლადაც ყადაღა დაედო სს ,,ქ...“ და სს ,,ქა...“ აქციებს, მოვალეებად მითითებული არ არიან. აღმასრულებელი უფლებამოსილი იყო ყადაღა დაედო მხოლოდ მოვალის და არა სხვა პირთა ქონებაზე. მოვალე იყო მხოლოდ ის პირი, რომელსაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება ავალდებულებდა რაიმე ქმედების განხორციელებას, ამასთან, მოვალის ვინაობა დგინდებოდა სააღსრულებო ფურცელში მოცემული რეკვიზიტებით. მოსარჩელეებს აღსასრულებელი სასამართლო დადგენილებებით არ ევალებოდათ რაიმე ქმედების განხორციელება. აღმასრულებელმა ყადაღა დაადო მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ აქციებს მაშინ, როდესაც აღსასრულებელი სასამართლო დადგენილებები მათ არ ავალდებულებს რაიმე ქმედების განხორციელებას. ამასთანავე, ისინი მოვალეებად მითითებულნი არ არიან არც სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში. შესაბამისად, სს ,,ქ...“ აქციები არ შეიძლება ყოფილიყო ყადაღის ან/და სხვა სააღსრულებო მოქმედების ობიექტი. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ აღმასრულებელმა უხეშად დაარღვია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები და ყადაღა დაადო არა მოვალის, არამედ მესამე პირთა ქონებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.07.12წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველი სარჩელი წარმოადგენდა სარჩელს აქციების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ აღმასრულებლის მიერ ქონების დაყადაღების აქტში არასწორად აღირიცხა მესაკუთრე, აღნიშნულ ქონებაზე მესაკუთრის დადგენისა და ყადაღის მოხსნის საკითხების გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად უნდა განხორციელებულიყო სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.10.12წ. განჩინებით სარჩელი განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საკასაციო სასამართლოს.
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნა, რომ სასკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან. განსახილველ შემთხვევაში დავა გამომდინარეობდა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველო კანონიდან და მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებდა აღმასრულებლის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევებზე. მოცემულ დავაში სააღსრულებო ბიურო წარმოადგენდა ერთადერთ მოპასუხეს, რომელიც ზაკ-ის მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენდა, ხოლო მის მიერ შედგენილი დაყადაღების აქტი, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო მოსარჩელის ქონებას, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი იყო. სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა სასკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
s a m o t i v a c i o n a w i l i:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,ა...“, სს ,,ი...“, ფ...ის, ტ...ის, კ...ის, ს...ის, დ...ის, ბ...ის, რ...ის, ა...ის, ლ...ის, პ...ის, ბე...ის, ჩ...ის, სა...ის, ფე...ის და მ...ის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განსჯადია და საქმე უნდა დაექვემდებაროს ხსენებულ კოლეგიას და განხილულ იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დასკვნას იმის შესახებ, რომ დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული მხოლოდ იმის გამო, რომ მოპასუხეს სარჩელზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო წარმოადგენს, რომელიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოა. მხოლოდ ის გარემოება რომ სასარჩელო მოთხოვნის ადრესატი არის ადმინისტრაციული ორგანო, უპირობოდ არ ადასტურებს განსახილველი დავის ადმინისტრაციული კატეგორიისადმი კუთვნილებას. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა მხოლოდ სუბიექტური შემადგენლობის, კერძოდ, მოსარჩელეების მიერ მოპასუხედ თბილისის სააღსრულებო ბიუროს დასახელების გამო, არამედ აგრეთვე სადავო სამართალურთიერთობის საჯარო-სამართლებრივი კანონმდებლობიდან წარმოშობის, სადავო სამართალურთიერთობის ბუნების გამო. სასკ-ის მე-2 მუხლის მიხედვით, სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ამდენად, საქმის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევის ძირითად ელემენტს დავის საგანი წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში სს ,,ა...“, სს ,,ი...“, ფ...ის, ტ...ის, კ...ის, ს...ის, დ...ის, ბ...ის, რ...ის, ა...ის, ლ...ის, პ...ის, ბე...ის, ჩ...ის, სა...ის, ფე...ის და მ...ის სასარჩელო მოთხოვნას შეადგენს ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტა სს ,,ქ...“ აქციათა 100%-ზე და აქციების მიმართ დადგენილი სეკვესტრის (იძულებითი მართვის) გაუქმება. სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აღმასრულებლის მიერ ქონების დაყადაღების აქტში არასწორად აღირიცხა სხვა პირის ვალდებულებების შესრულების მიზნით მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული სს ,,ქ...“ აქციების 100%. ასეთი სარჩელი განეკუთვნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას, რამდენადაც სასამართლომ კერძო სამართლის ნორმების საფუძველზე უნდა დაადგინოს, ყადაღის აქტში შესული ქონების მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებობა. ,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის 51.2 მუხლის თანახმად, აქციონერის საკუთრების უფლება აქციაზე დასტურდება სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით, აღნიშნულზე აქციონერს მიეცემა ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტა საჭიროებს დაყადაღებული აქციების მესაკუთრის დადგენას და მოსარჩელეების მოქმედების კერძო სამართლებრივი კანონმდებლობის ნორმებთან შესაბამისობის განსაზღვრას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლით რეგლამენტირებულია მესამე პირის მიერ სარჩელის წარდგენის შესაძლებლობა, სხვისი ვალის გამო დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ. მითითებული ნორმის თანახმად, ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს მოსარჩელეების მიერ დაყადაღებულ აქციებზე საკუთრების უფლების დადასტურება. ასეთი სარჩელი თავისი ბუნებით სანივთო-სამართლებრივია, მის ბუნებას არ ცვლის ის გარემოება, რომ მოპასუხედ მოსარჩელეების მიერ მოცემულ შემთხვევაში დასახელებულია სააღსრულებო ბიურო. მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნები ემყარება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები არ წარმოადგენენ სააღსრულებო წარმოებაში მოვალეებს, პრეტენზია ემყარება იმას, რომ დაყადაღებული აქციები მოსარჩელეებს ეკუთვნით. აღნიშნული გარემოება განასხვავებს ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების მოთხოვნას აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრებისაგან, ასეთი სარჩელი სამოქალაქო საქმეთა რიგს განეკუთვნება და მისი განხილვა სსსკ-ის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა განხორციელდეს, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილის, კერძოდ, აქტების მიმართ სეკვესტრის (იძულებითი მართვის) გაუქმების მოთხოვნის მიმართ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.07.12წ. განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის შუამდგომლობა და სს ,,ქ...“ 100% აქციების იძულებითი მართვა შეწყდა სწორედ სამოქალაქო სასამართლო წარმოების წესით. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სასკ-ის 2.1. მუხლით განსაზღვრული რომელიმე პირობა, შესაბამისად დავა სამოქალაქო სასამართლოწარმოების წესით უნდა იქნეს განხილული.
ზემოაღნიშნულთან ერთად საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ საქმეში დაცული თბილისის სააღსრულებო ბიუროს 26.07.12წ. წერილით სს ,,ქ...“ მიმართ დასტურდება, რომ ვინაიდან მოვალის მიერ სრულად იქნა დაფარული N4/ა-129-12 და N4/ა-131-12 სააღსრულებო ფურცლებით დაკისრებული თანხა, აღსრულების ეროვნული ბიუროს 26.06.12წ. შედგენილი ,,ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის“ საფუძველზე დადებული ყადაღა სს ,,ქ...“ აქციათა 100%-ზე გაუქმებულია. ამასთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.07.12წ. განჩინებით სს ,,ქ...“ აქციათა იძულებითი მართვა შეწყდა და იძულებითი მმართველი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ვინაიდან დავის განსჯადობას დავის საგანი განაპირობებს, უმართებულოა დავის საგნის ზუსტად დადგენის გარეშე საქმის განსჯადობის სადავოდ გახდენა. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა იქონიოს მსჯელობა დავის საგნის, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლის არსებობის თაობაზე, რაც სცილდება განსჯადობის შესახებ დავის ფარგლებს.
s a r e z o l u c i o n a w i l i :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 399-ე მუხლებით და
d a a d g i n a :
1. სს ,,ა...“, სს ,,ი...“, ფ...ის, ტ...ის, კ...ის, ს...ის, დ...ის, ბ...ის, რ...ის, ა...ის, ლ...ის, პ...ის, ბე...ის, ჩ...ის, სა...ის, ფე...ის და მ...ის სარჩელი მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ განსჯადობით დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
Tavmjdomare n. sxirtlaZe
mosamarTleebi: l. murusiZe
მ. ვაჩაძე