საქმე №ბს-271-263 (2კ-13) 21 ნოემბერი,2013 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.13წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ძ-მა, ი. გ-ამ და მ. ლ-ამ 07.11.12წ. სარჩელი აღძრეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.10.12წ. №99 განკარგულებისა და 24.10.12წ. №223 ბრძანების ბათილად ცნობა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 13.11.12წ. და 03.12.12წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული ა. ს-ა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 29.11.12წ. განჩინებით დაკმაყოფილდა კ. ძ-ის, ი. გ-ას და მ. ლ-ას შუამდგომლობა და შეჩერდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.10.12წ. №99 განკარგულებისა და საკრებულოს თავმჯდომარის 24.10.12წ. №223 ბრძანების მოქმედება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 29.11.12წ. განჩინება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამავე სასამართლოს 03.12.12წ. განჩინებით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 29.11.12წ. განჩინებაზე კერძო საჩივრები შეიტანეს ა. ს-ამ და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომლებიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 21.12.12წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 07.12.12წ. გადაწყვეტილებით კ. ძ-ის, ი. გ-ას და მ. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24.10.12წ. №99 განკარგულება და 24.10.12წ. №223 ბრძანება, ბათილი აქტების მოქმედება შეწყდა მათი მოქმედების შეჩერების მომენტიდან. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ა. ს-ამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.13წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 07.12.12წ. განჩინება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ა. ს-ამ.
საკასაციო სასამართლოს 10.05.13წ. განჩინებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.
საკასაციო სასამართლოს 20.06.13წ. განჩინებით ა. ს-ას საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ლ. მურუსიძე