საქმე №ბს-392-381 (კ-13) 21 ნოემბერი, 2013წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.13წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ტ…“ 18.04.11წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ „დაცვის პოლიციის დეპრტამენტის“ მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2011 წლის 12 იანვრის №№39289, 39308, 37126, 37141, 37173, 37212, 37247, 37319, 37290, 37335, 37373, 37428, 37447, 37657, 37603, 37717, 37784, 37798, 37858, 37873, 37895, 41142, 41455, 37921, 38841, 39152, 39146, 39166, 39185, 39212, 39221, 39236, 39278, 39269, 39319, 39297, 39391 და 2011 წლის 13 იანვრის №№43697, 40803, 40861, 41119, 40481, 40521, 40551, 40605, 40629, 40639, 40749, 40786, 40880, 40974, 41369, 43438, 43467, 43502, 44755, 44760, 43457, 43551, 43603, 43566, 43616, 43657, 41245, 41647, 40301, 40310, 40439, 44695, 44666, 44683, 44721, 44705, 44719, 43148, 43136, 43243, 43259, 43288, 43299, 43307, 43338, 43366, 43380, 43427, 43731, 43765, 44251, 44258, 44279, 44369, 44402, 44440, 44417, 44743, 44748, 44434, 44476, 44420, 44525, 44536, 44528, 44600, 44573, 44592, 44631, 44617, 44689 ბრძანებების, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 04.03.11 წ. №201 ბრძანების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის შპს ,,ტ…“ უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა შპს „…“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.02.13წ. გადაწყვეტილებით შპს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2011 წლის 12 იანვრის №№39289, 39308, 37126, 37141, 37173, 37212, 37247, 37319, 37290, 37335, 37373, 37428, 37447, 37657, 37603, 37717, 37784, 37798, 37858, 37873, 37895, 41142, 41455, 37921, 38841, 39152, 39146, 39166, 39185, 39212, 39221, 39236, 39278, 39269, 39319, 39297, 39391 და 2011 წლის 13 იანვრის №№43697, 40803, 40861, 41119, 40481, 40521, 40551, 40605, 40629, 40639, 40749, 40786, 40880, 40974, 41369, 43438, 43467, 43502, 44755, 44760, 43457, 43551, 43603, 43566, 43616, 43657, 41245, 41647, 40301, 40310, 40439, 44695, 44666, 44683, 44721, 44705, 44719, 43148, 43136, 43243, 43259, 43288, 43299, 43307, 43338, 43366, 43380, 43427, 43731, 43765, 44251, 44258, 44279, 44369, 44402, 44440, 44417, 44743, 44748, 44434, 44476, 44420, 44525, 44536, 44528, 44600, 44573, 44592, 44631, 44617, 44689 ბრძანებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს 04.03.11წ. №201 ბრძანება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა სადავო საკითხთან დაკავშირებით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.04.13წ. განჩინებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 08.07.13წ. №12806 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე 08.07.13წ. №12806 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ლ. მურუსიძე