#ბს-444-433 (2კ-13) 14 ნოემბერი, 2013 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2011 წლის 8 ივლისს ვ. ჩ-მა და ს. ნ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს: 1.ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 30.10.07წ. №15/1022 წერილი იმ ნაწილში, რომლითაც სამინისტრომ ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ვ. ჩ-ისა და ს. ნ-ის სახელზე 29.04.1994წ. №2-405 და 10.09.1992წ. №2-1960 პრივატიზაციის ხელშეკრულებების საფუძველზე აღრიცხული ბინების დარეგისტრირება მოითხოვა სახელმწიფოს სახელზე; 2.ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 16.11.07წ. №1-1/1782 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ვ. ჩ-ისა და ს. ნ-ის სახელზე 29.04.1994წ. №2-405 და 10.09.1992წ. №2-1960 პრივატიზაციის ხელშეკრულებების საფუძველზე აღრიცხული ბინები გადაეცა ქ. თბილისს; 3.ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ 09.01.08წ. ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის ის ნაწილი, რომლითაც გადაცემულ იქნა ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ვ. ჩ-ისა და ს. ნ-ის სახელზე 29.04.1994წ. №2-405 და 10.09.1992წ. №2-1960 პრივატიზაციის ხელშეკრულებების საფუძველზე აღრიცხული ბინები; 4. ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 02.11.07წ. №012007176174-03 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ვ. ჩ-ისა და ს. ნ-ის სახელზე 29.04.1994წ. №2-405 და 10.09.1992წ. №2-1960 პრივატიზაციის ხელშეკრულებების საფუძველზე აღრიცხული ბინები დარეგისტრირდა სახელმწიფოს სახელზე; 5. ბათილად იქნეს ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 11.01.08წ. №882008005191-03 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ვ. ჩ-ისა და ს. ნ-ის სახელზე 29.04.1994წ. №2-405 და 10.09.1992წ. №2-1960 პრივატიზაციის ხელშეკრულებების საფუძველზე აღრიცხული ბინები დარეგისტრირდა ქ. თბილისის თვითმართველი ერთეულის სახელზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ვ. ჩ-ისა და ს. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2007 წლის 30 ოქტომბრის #15/1022 წერილი იმ ნაწილში, რომლითაც სამინისტრომ ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ვ. ჩ-ისა და ს. ნ-ის სახელზე 1994 წლის 29 აპრილის #2-405 და 1992 წლის 10 სექტემბრის #2-1960 პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხული ბინების დარეგისტრირება მოითხოვა სახელმწიფოს სახელზე; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 16 ნოემბრის #1-1/1782 ბრძანებების ის ნაწილი, რომლითაც ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ვ. ჩ-ისა და ს. ნ-ის სახელზე 1994 წლის 29 აპრილის #2-405 და 1992 წლის 10 სექტემბრის #2-1960 პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხული ბინები გადაეცა ქალაქ თბილისს; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2008 წლის 9 იანვრის ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტის ის ნაწილი, რომლითაც გაცემულ იქნა ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ვ. ჩ-ისა და ს. ნ-ის სახელზე 1994 წლის 29 აპრილის #2-405 და 1992 წლის 10 სექტემბრის #2-1960 პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხული ბინები; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2007 წლის 2 ნოემბრის #012007176174-03 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ვ. ჩ-ისა და ს. ნ-ის სახელზე 1994 წლის 29 აპრილის #2-405 და 1992 წლის 10 სექტემბრის #2-1960 პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხული ბინები დარეგისტრირდა სახელმწიფოს სახელზე; ბათილად იქნა ცნობილი სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 11 იანვრის #882008005191-03 გადაწყვეტილება, იმ ნაწილში რომლითაც ქ. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივში ვ. ჩ-ისა და ს. ნ-ის სახელზე 1994 წლის 29 აპრილის #2-405 და 1992 წლის 10 სექტემბრის #2-1960 პრივატიზების ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხული ბინები დარეგისტრირდა ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე