Facebook Twitter

#ბს-613-591(კ-კს-13) 30 იანვარი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. გ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 7 აპრილს ა. გ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ მიმართ.

მოსარჩელემ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №298863 და 2010 წლის 14 იანვრის №882010443701-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქ. თბილისში, ... ქ. №2/4-ში მდებარე მიწის ფართზე 2010 წლის 14 იანვრის 17:22 სთ. მდგომარეობით ა. გ-ას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალდებულება მოითხოვა. ასევე, მოსარჩელემ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის მისთვის მიყენებული ზიანისათვის 30000 ლარის ანაზღაურების დაკისრება, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროს კ. ი-ისათვის პირადად 30000 ლარის ანაზღაურების დაკისრება, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსისათვის პირადად 30000 ლარის ანაზღაურების დაკისრება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის 30000 ლარის ანაზღაურების დაკისრება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნ. გ-ასათვის 30000 ლარის ანაზღაურების დაკისრება, ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ისათვის“ 100000 ლარის ანაზღაურების დაკისრება და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ თავმჯდომარე ი. დ-ისათვის 100000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინებით ა. გ-ას სარჩელი მოპასუხე - ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ მიმართ ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ისათვის“ 100000 ლარის ანაზღაურების დაკისრებისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ თავმჯდომარე ი. დ-ისათვის 100000 ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნის ნაწილში განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. ამავე საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით ა. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ა. გ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №298863 და 2010 წლის 14 იანვრის №882010443701-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ქ. თბილისში, ... ქ. №2/4-ში მდებარე მიწის ფართზე 2010 წლის 14 იანვრის 17:22 სთ. მდგომარეობით ა. გ-ას უფლების პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება ა. გ-ასათვის ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 28 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ც. მ-ი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №298863 და 2010 წლის 14 იანვრის №882010443701-03 გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება და აღდგენილი იქნა პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისი ... ქ. №2/4-ში მდებარე მიწის ფართზე, 2010 წლის 14 იანვრის განცხადების №882010443587 17:22 საათის მდგომარეობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ინდ. ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ წევრებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 6 სექტემბრის განჩინებით კასატორის - ინდ. ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „...-ის“ უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ინდ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ქ...“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ინდ. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ქ...-ის“ საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №298863 და 2010 წლის 14 იანვრის №882010443701-03 გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება 36 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისი, ... ქ. №2/4-ში მდებარე 36 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში, 2010 წლის 14 იანვრის განცხადების №882010443587 17:22 საათის მდგომარეობით. ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №298863 და 2010 წლის 14 იანვრის №882010443701-03 გადაწყვეტილებები, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში და აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა ქ. თბილისი, ... ქ. №2/4-ში მდებარე 166.5 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში, 2010 წლის 14 იანვრის განცხადების №882010443587 17:22 საათის მდგომარეობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით ა. გ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. გ-ას სასარჩელო მოთხოვნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 იანვრის №298863 და 2010 წლის 14 იანვრის №882010443701-03 გადაწყვეტილების, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების 36 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში ბათილად ცნობის და ქ. თბილისი, ... ქ. №2/4-ში მდებარე 36 კვ.მ. მიწის ფართის ნაწილში, 2010 წლის 14 იანვრის №882010443587 17:22 საათის მდგომარეობით პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. გ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივარის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. გ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. გ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე