Facebook Twitter

საქმე ბს-17-17(კ-14) 27 იანვარი, 2014 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ქ-მა 2013 წლის 28 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის2013 წლის 31 იანვრის N16 ბრძანება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ასევე ბათილად იქნას ცნობილი ა(ა)იპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 2013 წლის 1 თებერვლის N20 ბრძანება მისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ... თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ; ასევე ბათილად იქნეს ცნობილი ა(ა)იპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 2013 წლის 1 მაისის N124 ბრძანება მისი ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; დაევალოს ა(ა)იპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ქ-ის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად ჩაბმულ იქნა ა(ა)იპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი ა(ა)იპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 1 თებერვლის N20 ბრძანების, ა(ა)იპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 1 მაისის N124 ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის შესახებ, გამოიყო ცალკე წარმოებად და საქმე ამ ნაწილში განსჯადობის წესის დაცვით განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 31 იანვრის N16 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ქ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 27 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე