#ბს-518-500(2კ-კს-13) 30 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) _ ა. (ჯ.) ო-ი, შ. ჯ-ი, ა. ბ-ი, გ. ქ-ი
მოსარჩელეები – თ. ფ-ი, ტ. ჩ-ი, მ. ზ-ი, ს. ტ-ი, მ. ხ-ი, მ. ბ-ე, ზ. ო-ი
მესამე პირები - ქ. ფ-ი, რ. ჩ-ი, რ. თ-ე, ბ. ლ-ი, ნ. ლ-ი, გ. ქ-ა, ვ. ბ-ი, ნ. ლ-ი, ლ. ზ-ი, ბ. ო-ი, ა. გ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 7 მარტს თ. ფ-მა, ტ. ჩ-მა, ა. (ჯ.) ო-მა, შ. ჯ-მა, მ. ზ-მა, ს. ტ-მა, მ. ხ-მა, მ. ბ-ემ, ზ. ო-მა, გ. ქ-მა და ა. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელეებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის: 1. 2013 წლის 13 თებერვლის №2პ-065; 2. 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-079; 3. 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-080; 4. 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-081; 5. 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-082; 6. 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-083; 7. 2018 წლის 18 თებერვლის №2პ-084; 8. 2013 წლის 13 თებერვლის №2პ-085; 9. 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-7-87; 10. 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-7-114; 11. 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-7-109 და 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-7-110 ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით: 1. გაუქმდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 13 თებერვლის №2პ-065 ბრძანება; 2. თ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-085 ბრძანება თ. ფ-ის გათავისუფლების შესახებ; ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე ... თემში აღადგინოს თ. ფ-ი. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა თ. ფ-ს აუნაზღაუროს ხელფასი 2013 წლის 18 თებერვლიდან სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში; 3. ტ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-084 ბრძანება ტ. ჩ-ის გათავისუფლების შესახებ; ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე ... თემში აღადგინოს ტ. ჩ-ი. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა ტ. ჩ-ს აუნაზღაუროს ხელფასი 2013 წლის 18 თებერვლიდან სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში; 4. მ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-081 ბრძანება მ. ზ-ის გათავისუფლების შესახებ; ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე ... თემში აღადგინოს მ. ზ-ი. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა მ. ზ-ს აუნაზღაუროს ხელფასი 2013 წლის 18 თებერვლიდან სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში; 5. მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-111 ბრძანება მ. ბ-ის გათავისუფლების შესახებ; ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... თანამდებობაზე აღადგინოს მ. ბ-ე. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა მ. ბ-ეს აუნაზღაუროს ხელფასი 2013 წლის 1 მარტიდან სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში; 6. ზ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-109 ბრძანება ზ. ო-ის გათავისუფლების შესახებ; ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე აღადგინოს ზ. ო-ი. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა ზ. ო-ს აუნაზღაუროს ხელფასი 2013 წლის 1 მარტიდან სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში; 7. ს. ტ-ის, მ. ხ-ის, შ. ჯ-ის, ა.ი (ჯ.ი) ო-ის, გ.ი ქ-ისა და ა.ი ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრეს სააპელაციო საჩივრით ს. ტ-მა, მ. ხ-მა, შ. ჯ-მა, ა.ი (ჯ.ი) ო-მა, გ.ე ქ-მა და ა.ი ბ-მა, რომლებმაც სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაებნენ ქ. ფ-ი, რ. ჩ-ი, რ. თ-ე, ბ. ლ-ი, ნ. ლ-ი, გ. ქ-ა, ვ. ბ-ი, ნ. ლ-ი, ლ. ზ-ი, ბ. ო-ი და ა. გ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ჯ-ის, ა. (ჯ.) ო-ის, ს. ტ-ის, გ. ქ-ის, ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება შ. ჯ-ის, ა. (ჯ.) ო-ის, ს. ტ-ის, გ. ქ-ის, ა. ბ-ის ნაწილში; შ. ჯ-ის, ა. (ჯ.) ო-ის, ს. ტ-ის, გ. ქ-ის, ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: 1. ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-080 ბრძანება შ. ჯ-ის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. ჯ-ი აღდგენილ იქნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ... ტერიტორიული ორგანოს ... და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; 2. ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-079 ბრძანება ა. (ჯ.) ო-ის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ა. (ჯ.) ო-ი აღდგენილ იქნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივის სარგოს ოდენობით; 3. ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-110 ბრძანება გ. ქ-ის ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; გ. ქ-ი აღდგენილ იქნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; 4. ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-082 ბრძანება დაბა ... ტერიტორიული ორგანოს ... ა. ბ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ; აღდგენილ იქნა ა. ბ-ი დაბა ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; 5. ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-083 ბრძანება ს. ტ-ის გათავისუფლების შესახებ; აღდგენილ იქნა ს. ტ-ი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
- მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება მ. ხ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში, მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-087 ბრძანება - ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი მ. ხ-თან დაკავშირებით;
- ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ცვლილება შევიდა ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებაში და ტ. ჩ-ს, მ. ზ-ს, მ. ბ-ეს და ზ. ო-ს აუნაზღაურდათ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;
- ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ საქმეზე ...წ. მიღებულ იქნა დამატებითი გადაწყვეტილება; ცვლილება შევიდა თ. ფ-ის სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებაში, თ. ფ-ს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის განჩინებით ტ. ჩ-ის, მ. ზ-ის, მ. ბ-ის, ზ. ო-ის, ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ისა და ს. ტ-ის წარმომადგენლის ადვოკატ გ. ჭ-ის განცხადება დაკმაყოფილდა: გადაიცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა შ. ჯ-ის, ა. (ჯ.) ო-ის, ს. ტ-ის სარჩელი: - ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-080 ბრძანება შ. ჯ-ის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. ჯ-ი აღდგენილ იქნა ... ტერიტორიული ორგანოს ... და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; - ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-079 ბრძანება ა. (ჯ.) ო-ის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ა. (ჯ.) ო-ი აღდგენილ იქნა ... ტერიტორიული ორგანოს ... და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; - ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-083 ბრძანება ს. ტ-ის გათავისუფლების შესახებ. აღდენილ იქნა ს. ტ-ი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; - ასევე იმ ნაწილში, რომლითაც ცვლილება შევიდა ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებაში ტ. ჩ-ს, მ. ზ-ს, მ. ბ-ეს და ზ. ო-ს აუნაზღაურდათ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14 ივნისის გადაწყვეტილების ზემოაღნიშნული ნაწილის დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით დადგინდა სააღსრულებო ფურცლების გაცემა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით თ. ფ-ისა და გ. ქ-ის წარმომადგენლის - ადვოკატ გ. ჭ-ის, ასევე, ა. ბ-ის განცხადებები დაკმაყოფილდა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. ბ-ისა და გ. ქ-ის სარჩელი: - ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-110 ბრძანება გ. ქ-ის ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; გ. ქ-ი აღდგენილ იქნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; - ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-082 ბრძანება დაბა ... ტერიტორიული ორგანოს ... ა. ბ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ; აღდგენილ იქნა ა. ბ-ი დაბა ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; - გადაიცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ფ-ს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მის ნაწილში სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი თ. ფ-ის, ტ. ჩ-ის, მ. ზ-ის, ს. ტ-ის, მ. ბ-ისა და ზ. ო-ის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება მ. ხ-ის, თ. ფ-ის, ტ. ჩ-ის, მ. ზ-ის, ს. ტ-ის, მ. ბ-ისა და ზ. ო-ის ნაწილში. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაშვებულ (ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის) ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის დაშვებულ ნაწილთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით, მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-079 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ... ტერიტორიული ორგანოს ..., თვითმმართველი ერთეულის ... ... თემში ა. (ჯ.) ო-ი 2013 წლის 18 თებერვლიდან. ა. (ჯ.) ო-ი სამუშაოდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-080 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან ... ტერიტორიული ორგანოს ..., თვითმმართველი ერთეულის ... ... თემში შ. ჯ-ი 2013 წლის 18 თებერვლიდან. შ. ჯ-ი სამუშაოდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-082 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან დაბა ... ტერიტორიული ორგანოს ..., თვითმმართველი ერთეულის ... დაბა ... თემში ა. ბ-ი 2013 წლის 18 თებერვლიდან. ა. ბ-ი სამუშაოდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გათავისუფლდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-110 ბრძანებით გათავისუფლდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... გ. ქ-ი დაკავებული თანამდებობიდან 2013 წლის 1 მარტიდან. გ. ქ-ი სამუშაოდან „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 101-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს 65 წლის ასაკს მიღწეული ყველა მოხელე სამუშაოდან არ გაუთავისუფლებია, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესთან. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საპენსიო ასაკს მიღწეული მოხელის სამუშაოდან გათავისუფლება ადმინისტრაციულ ორგანოს თავისი ინიციატივით შესაძლოა გადაეწყვიტა („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 50-ე, 101-ე მუხლების 20.03.2013 წლამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით) მოხელის შრომისუნარიანობის, პროფესიული მომზადებისა და სხვა გარემოებების შეფასების შემდეგ. ადმინისტრაციის მხრიდან ამგვარი გარემოებების გაურკვევლობა არ ქმნის სადავო საკითხის სასამართლოს მიერ გადაწყვეტის შესაძლებლობას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლში მოცემულია საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები. მათი დაცვის უზრუნველსაყოფად საჯარო სამსახური უფლებამოსილია როგორც კადრების შერჩევის, ასევე უკვე დასაქმებული მოხელის სამუშაოსთან შესაბამისობის შეფასებით მიიღოს კონკრეტულ შემთხვევაში კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თავის თავში მოიცავს როგორც მოხელის სამუშაოდან გათავისუფლებას, ისე დაწინაურებას, სხვა სამუშაოზე გადაყვანას და სხვ.. მიუხედავად იმისა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პირდაპირ არ ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, მაგრამ აღნიშნული საკანონმდებლო აქტის რიგი ნორმების შინაარსი, რაც წინამდებარე საკითხებს აწესრიგებს არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ასეთი უფლებამოსილების მინიჭებას. ამასთან, ამგვარი გადაწყვეტილება ყოველთვის უნდა ეფუძნებოდეს იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რომლებიც შეიძლება ამა თუ იმ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად, თანასწორობის, დასაბუთებულობის, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის, თანაფარდობის პრინციპების დაცვით. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-079, 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-080, 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-082 და 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-110 ბრძანებები არ შეიცავს დასაბუთებას, საიდანაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის მიმართ საპენსიო ასაკის გამო სამუშაოდან გათავისუფლების მართებულობა დადგინდებოდა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სზაკ-ის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა უგულებელყოფით, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეთა შრომისუნარიანობის, პროფესიული მომზადების, უნარ-ჩვევების და სხვა გარემოებათა გამოკვლევა დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებათა რიგს განეკუთვნება, სადავო სამართალურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლი და სადავო საკითხის, - მოსარჩელეთა სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერების საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-079, 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-080, 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-082 და 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-110 ბრძანებები.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 50-ე მუხლი სადავო ბრძანებების გამოცემის მომენტისათვის სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს განსაზღვრავდა 65 წლით. ამავე კანონის 101-ე მუხლი ითვალისწინებდა მოხელის გათავისუფლების შესაძლებლობას სამსახურიდან ასაკის გამო ამ კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე. 2013 წლის 20 მარტს №358 კანონით „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები. კანონის 50-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „მოსამსახურე პენსიაში გადის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ხოლო კანონის 101-ე მუხლი ამოღებულ იქნა. ამდენად, კანონმდებელმა აღნიშნული ცვლილებით დაადგინა, რომ მოხელის საპენსიო ასაკის გამო სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენს მხოლოდ დასაქმებულის უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს პენსიაზე გასვლის საკითხი. ხოლო დამსაქმებელისათვის მოხელის ასაკი („სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის 5.1 პუნქტის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან) აღარ წარმოადგენს მოხელის სამუშაოდან დათხოვნის შესაძლებლობას. ამდენად, საპენსიო ასაკს მიღწეული მოხელე, ისევე როგორც სხვა მოსამსახურე, ადმინისტრაციამ შეიძლება გაათავისუფლოს სამუშაოდან საერთო საფუძვლით (საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 94-ე-მე-100 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად სახეზეა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დაშვებულ ნაწილში გაუქმებისა და საკასაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობები, რომლითაც ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის ნაწილში დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-079, 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-080, 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-082 და 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-110 ბრძანებები და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალოს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის შრომითი მოწყობის საკითხის გადასაწყვეტად;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ლ. მურუსიძე