Facebook Twitter

საქმე ბს-556-537 (2კ-კს-13) 20 იანვარი, 2014 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ.ზ-ემ და სპს ,,...” მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2008 წლის 29 დეკემბრის №2117 სამართალდარღვევის ოქმის, 2009 წლის 21 იანვრის №14 საგადასახადო მოთხოვნის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 7 მაისის №1171 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 3 აგვისტოს №10/10154 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 აგვისტოს განჩინებით მ.ზ-ე და სპს ,,...” სარჩელი მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს.

2009 წლის 30 ოქტომბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელითYმიმართა მ.ზ-ემ და სპს ,,...” მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2009 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 7 აგვისტოს №2383 და 2009 წლის 19 აგვისტოს №2543 ბრძანებების; ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 28 აპრილის №033-5 საგადასახადო მოთხოვნის; 2009 წლის 7 აპრილის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის; 2009 წლის 25 მაისის №3080 ბრძანების; 2009 წლის 25 მაისის №231 ოქმის ,,მოვალის სალაროდან ნაღდი ფულადი სახსრების ამოღების შესახებ”; საბანკო ანგარიშიდან სადავო თანხის 1500 ლარის ჩამოწერის შესახებ 2009 წლის 29 მაისის №719 საგადასახადო დავალების ბათილად ცნობას, ასევე ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 6 ოქტომბრის 5 საგადასახადო მოთხოვნის, 2009 წლის 2 ოქტომბრის №5034 ბრძანებისა და 2009 წლის 5 ოქტომბრის კამერალური შემოწმების აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობასა და ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

2009 წლის 13 ნოემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელითYმიმართა მ.ზ-ემ სპს ,,...” მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ და ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სპს ,,...” საბანკო ანგარიშიდან სადავო თანხის 498 ლარის ჩამოწერის შესახებ 2009 წლის 27 ოქტომბრის ¹1 საგადასახადო დავალების; 2009 წლის 20 ოქტომბრის №5328 ბრძანების, დარიცხული საურავის 98, 54 ნაწილში ბათილად ცნობა და ზიანის ანაზღუარების დავალება მოითხოვა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე სპს ,,...” ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული №..., №... და №... ადმინისტრაციული საქმეები მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ გაერთიანდა ერთ წარმოებად ერთად განხილვის მიზნით და საქმის ნომრად განისაზღვრა №....

2010 წლის 22 იანვარს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ.ზ-ემ და სპს ,,...” მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) 2009 წლის 18 იანვრის №228 ბრძენების დარიცხული საურავის 586. 64 ლარის ოდენობის ნაწილში ბათილად ცნობას და ზიანის ანაზღაურების დაკისრებას ითხოვდა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განჩინებით მ.ზ-ის და სპს ,,...” ადმინისტრაციულ სარჩელთან დაკავშირებით ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული ადმინისტრაციული №... და №... საქმე, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიმართ გაერთიანდა ერთ წარმოებად ერთად განხილვის მიზნით და საქმის ნომრად განისაზღვრა №... .

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.ზ-ის და სპს ,,...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მ.ზ-ემ და სპს ,,...” გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მ.ზ-ის და სპს ,,...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს ,,...” დირექტორმა მ.ზ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 8 ივნისის განჩინებით შპს ,,...” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 სექტემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,...” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ,,...” სარჩელი 2009 წლის 7 აპრილის 002205 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდა; შპს ,,...” სარჩელი შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 27 აპრილის ბრძანებისა და იმავე წლის 28 აპრილის 033-05 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 27 აპრილის ბრძანება და იმავე წლის 28 აპრილის 033-05 საგადასახადო მოთხოვნა შეიცვალა სანქციის განსაზღვრის ნაწილში (1500 ლარი შემცირდა 1300 ლარით) სანქციის სახედ განისაზღვრა 200 ლარი); შპს ,,...” სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 7 აპრილის სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 19 აგვისტოს №2543 ბრძანება; ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 29 მაისის №719 საგადასახადო დავალება თანხის ჩამოწერის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 7 აგვისტოს №2383 ბრძანება და ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 25 მაისის 3080 ბრძანება სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2009 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 7 აგვისტოს 2383 ბრძანების ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ (სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება); ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 25 მაისის 3080 ბრძანება და 2009 წლის 25 მაისის გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღების შესახებ 231 ოქმი (ს.ფ. 33-35); ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 19 აგვისტოს 2543 ბრძანება (ს.ფ 37-38); ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 28 მაისის 3116 ბრძანება, საბანკო ანგარიშზე 036200901605 საინკასო დავალების წარდგენის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 2 ოქტომბრის კამერალური შემოწმების აქტი, ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 5 ოქტომბრის კამერალური 2 ოქტომბრის 5034 ბრძანება და ახალციხის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 6 ოქტომბრის 5 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრებულ ნაწილში. ამ ნაწილში, ადმინისტრაციულ ორგანოებს საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ დაევალა ახალი აქტების გამოცემა; ბათილად იქნა ცნობილი რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 20 ოქტომბრის 5328 ბრძანება „საბანკო ანგარიშებზე ყადაღის შეჩერებისა და აღირებული დავალიანების ფარგლებში საინკასო დავალებებით, გადასახადის, საურავის თანხების ჩამოწერის შესახებ დარიცხული საურავის 98,54 ლარის ოდენობის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 18 იანვრის 228 ბრძანება საურავის 586, 64 ლარის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 7 მაისის 1171 ბრძანება (ტ.3; ს.ფ. 31-33); ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2009 წლის 3 აგვიტოს გადაწყვეტილება შპს „...“ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (ტ.1; ს.ფ. 23-29); სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 29 დეკემბრის №2117 ოქმი ,,საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ“ გასაჩივრებულ ნაწილში და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; მოპასუხეებს დაეკისრათ შპს „...“ სასარგებლოდ, მის მიერ ყველა ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრეს, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე