ბს-518-500 (2კ-კს-13) 30 იანვარი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) – ა. (ჯ.) ო-ი, შ. ჯ-ი, გ. ქ-ი, ა. ბ-ი
მოსარჩელე – მ. ხ-ი, თ. ფ-ი, ტ. ჩ-ი, მ. ზ-ი, ს. ტ-ი, მ. ბ-ე, ზ. ო-ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისისა და 15 ივლისის განჩინებები
დავის საგანი – გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 7 მარტს თ. ფ-მა, ტ. ჩ-მა, ა. (ჯ.) ო-მა, შ. ჯ-მა, მ. ზ-მა, ს. ტ-მა, მ. ხ-მა, მ. ბ-ემ, ზ. ო-მა, გ. ქ-მა და ა. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ცაგერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელეებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის: 1. 2013 წლის 13 თებერვლის №2პ-065; 2. 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-079; 3. 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-080; 4. 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-081; 5. 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-082; 6. 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-083; 7. 2018 წლის 18 თებერვლის №2პ-084; 8. 2013 წლის 13 თებერვლის №2პ-085; 9. 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-7-87; 10. 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-7-114; 11. 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-7-109 და 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-7-110 ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით: 1. გაუქმდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 13 თებერვლის №2პ-065 ბრძანება; 2. თ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-085 ბრძანება თ. ფ-ის გათავისუფლების შესახებ; ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე ... თემში აღადგინოს თ. ფ-ი. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა თ. ფ-ს აუნაზღაუროს ხელფასი 2013 წლის 18 თებერვლიდან სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში; 3. ტ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-084 ბრძანება ტ. ჩ-ის გათავისუფლების შესახებ; ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე ... თემში აღადგინოს ტ. ჩ-ი. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა ტ. ჩ-ს აუნაზღაუროს ხელფასი 2013 წლის 18 თებერვლიდან სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში; 4. მ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-081 ბრძანება მ. ზ-ის გათავისუფლების შესახებ; ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე ... თემში აღადგინოს მ. ზ-ი. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა მ. ზ-ს აუნაზღაუროს ხელფასი 2013 წლის 18 თებერვლიდან სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში; 5. მ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-111 ბრძანება მ. ბ-ის გათავისუფლების შესახებ; ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... თანამდებობაზე აღადგინოს მ. ბ-ე. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა მ. ბ-ეს აუნაზღაუროს ხელფასი 2013 წლის 1 მარტიდან სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში; 6. ზ. ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-109 ბრძანება ზ. ო-ის გათავისუფლების შესახებ; ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ... თანამდებობაზე აღადგინოს ზ. ო-ი. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა ზ. ო-ს აუნაზღაუროს ხელფასი 2013 წლის 1 მარტიდან სამსახურში არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში; 7. ს. ტ-ის, მ. ხ-ის, შ. ჯ-ის, ა.ი (ჯ.ი) ო-ის, გ. ქ-ისა და ა.ი ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრეს სააპელაციო საჩივრით ს. ტ-მა, მ. ხ-მა, შ. ჯ-მა, ა.ი (ჯ.ი) ო-მა, გ. ქ-მა და ა.ი ბ-მა, რომლებმაც სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ცაგერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაასაჩივრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც სარჩელის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ივნისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მესამე პირად ჩაებნენ ქ. ფ-ი, რ. ჩ-ი, რ.თ-ე, ბ. ლ-ი, ნ. ლ-ი, გ. ქ-ა, ვ. ბ-ი, ნ. ლ-ი, ლ. ზ-ი, ბ. ო-ი და ა. გ-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით შ. ჯ-ის, ა. (ჯ.) ო-ის, ს. ტ-ის, გ. ქ-ის, ა. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება შ. ჯ-ის, ა. (ჯ.) ო-ის, ს. ტ-ის, გ. ქ-ის, ა. ბ-ის ნაწილში; შ. ჯ-ის, ა. (ჯ.) ო-ის, ს. ტ-ის, გ. ქ-ის, ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: 1. ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-080 ბრძანება შ. ჯ-ის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. ჯ-ი აღდგენილ იქნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ... ტერიტორიული ორგანოს ... და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; 2. ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-079 ბრძანება ა. (ჯ.) ო-ის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ა. (ჯ.) ო-ი აღდგენილ იქნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივის სარგოს ოდენობით; 3. ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-110 ბრძანება გ. ქ-ის ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; გ. ქ-ი აღდგენილ იქნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; 4. ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-082 ბრძანება დაბა ... ტერიტორიული ორგანოს ... ა. ბ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ; აღდგენილ იქნა ა. ბ-ი დაბა ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; 5. ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-083 ბრძანება ს. ტ-ის გათავისუფლების შესახებ; აღდგენილ იქნა ს. ტ-ი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
- მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება მ. ხ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში, მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-087 ბრძანება - ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი მ. ხ-თან დაკავშირებით;
- ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ცვლილება შევიდა ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებაში და ტ. ჩ-ს, მ. ზ-ს, მ. ბ-ეს და ზ. ო-ს აუნაზღაურდათ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;
- ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილება;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ საქმეზე ... . მიღებულ იქნა დამატებითი გადაწყვეტილება; ცვლილება შევიდა თ. ფ-ის სარჩელთან დაკავშირებით მიღებულ ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 05 აპრილის გადაწყვეტილებაში, თ. ფ-ს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის განჩინებით ტ. ჩ-ის, მ. ზ-ის, მ. ბ-ის, ზ. ო-ის, ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ისა და ს. ტ-ის წარმომადგენლის ადვოკატ გ. ჭ-ის განცხადება დაკმაყოფილდა: გადაიცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა შ. ჯ-ის, ა. (ჯ.) ო-ის, ს. ტ-ის სარჩელი: - ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-080 ბრძანება შ. ჯ-ის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. ჯ-ი აღდგენილ იქნა ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; - ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-079 ბრძანება ა. (ჯ.) ო-ის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ა. (ჯ.) ო-ი აღდგენილ იქნა ... ტერიტორიული ორგანოს ... და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; - ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-083 ბრძანება ს. ტ-ის გათავისუფლების შესახებ. აღდენილ იქნა ს. ტ-ი ლენტეხის მუნიციპალიტეტის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; - ასევე იმ ნაწილში, რომლითაც ცვლილება შევიდა ლენტეხის მაგისტრატი სასამართლოს 2013 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებაში ტ. ჩ-ს, მ. ზ-ს, მ. ბ-ეს და ზ. ო-ს აუნაზღაურდათ იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არაუმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14 ივნისის გადაწყვეტილების ზემოაღნიშნული ნაწილის დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით დადგინდა სააღსრულებო ფურცლების გაცემა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით თ. ფ-ისა და გ. ქ-ის წარმომადგენლის - ადვოკატ გ. ჭ-ის, ასევე, ა. ბ-ის განცხადებები დაკმაყოფილდა: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა ა. ბ-ისა და გ. ქ-ის სარჩელი: - ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-110 ბრძანება გ. ქ-ის ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; გ. ქ-ი აღდგენილ იქნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; - ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-082 ბრძანება დაბა ... ტერიტორიული ორგანოს ... ა. ბ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ; აღდგენილ იქნა ა. ბ-ი დაბა ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; - გადაიცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ფ-ს აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მ. ხ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მის ნაწილში სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 5 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისისა და 15 ივლისის განჩინებები სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ კერძო საჩივრით ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ განჩინებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს შემოიფარგლა მხოლოდ ნორმებზე მითითებით და არ დაუსაბუთებია აღნიშნული საპროცესო მოქმედების გამოყენების აუცილებლობა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეთა ყოფილ თანამდებობებზე უკვე დანიშნული არიან სხვა პირები. ამასთან, ... სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი გახდა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობა. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლად ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემასთან მიმართებით არ ამართლებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების მიუხედავად გამგეობა მოსარჩელეთა საკითხზე მიიღებდა გადაწყვეტილებებს მათი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. მოსარჩელეთა სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა კერძო საჩივრის ავტორს გაუმართლებლად მიაჩნია იმ საფუძვლით, რომ შსს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. სისხლის სამართლის საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო 2011-2012 წლებში ლენტეხის რაიონში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ტენდერების კანონიერების შემოწმება, იმ ერთეულებში, რომელთა .... იქნენ გათავისუფლებული თანამდებობებიდან გასაჩივრებული აქტებით. გარდა ამისა, მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენა ხელს შეუშლის სახელმწიფო სამსახურის სწრაფი და ეფექტური მუშაობის განხორციელების პრინციპს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ხ-ისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგეობის კერძო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისისა და 15 ივლისის განჩინებებზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე თ. ფ-ის, ტ. ჩ-ის, მ. ზ-ის, ს. ტ-ის, მ. ბ-ისა და ზ. ო-ის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისისა და 2013 წლის 15 ივლისის განჩინებები 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებისა და 2013 წლის 5 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე ტ. ჩ-ის, მ. ზ-ის, ს. ტ-ის, მ. ბ-ის, ზ. ო-ისა და თ. ფ-ის ნაწილში. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის ნაწილში განხილულიყო მხარეთა დასწრების გარეშე მათ ნაწილში დაშვებულ ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივართან ერთად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში. ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-079, 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-080, 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-082 და 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-110 ბრძანებები და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის შრომითი მოწყობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის ნაწილში ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განსახილველ ნაწილთან მიმართებით მიუთითებს საქმეში ასახულ შემდეგ გარემოებებს: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის განჩინებით ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის წარმომადგენლის - ადვოკატ გ. ჭ-ის განცხადება დაკმაყოფილდა: გადაიცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც:
- ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-080 ბრძანება შ. ჯ-ის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. ჯ-ი აღდგენილ იქნა ... ტერიტორიული ორგანოს ... და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;
- ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-079 ბრძანება ა. (ჯ.) ო-ის ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ა. (ჯ.) ო-ი აღდგენილ იქნა ... ტერიტორიული ორგანოს ... და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14 ივნისის გადაწყვეტილების ზემოაღნიშნული ნაწილის დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით დადგინდა სააღსრულებო ფურცლების გაცემა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით გ. ქ-ის წარმომადგენლის - ადვოკატ გ. ჭ-ის, ასევე ა. ბ-ის განცხადებები დაკმაყოფილდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იმ ნაწილში, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-110 ბრძანება გ. ქ-ის ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; გ. ქ-ი აღდგენილ იქნა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;
- ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-082 ბრძანება დაბა ლენტეხის ტერიტორიული ორგანოს ... ა. ბ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ; აღდგენილ იქნა ა. ბ-ი დაბა ... ტერიტორიული ორგანოს ... თანამდებობაზე და აუნაზღაურდა იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14 ივნისის გადაწყვეტილების ზემოაღნიშნული ნაწილის დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით დადგინდა სააღსრულებო ფურცლების გაცემა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-079, 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-080, 2013 წლის 18 თებერვლის №2პ-082 და 2013 წლის 27 თებერვლის №2პ-110 ბრძანებები და ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის შრომითი მოწყობის საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ, ასევე გადაწყვეტილებები უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მიღებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისისა და 15 ივლისის განჩინებების ძალაში დატოვების ფაქტობრივი საფუძველი აღარ არსებობს. ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის ნაწილში სადავო განჩინებები უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვლილია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისისა და 15 ივლისის განჩინებები ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის ნაწილში უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისისა და 15 ივლისის განჩინებებზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისისა და 2013 წლის 15 ივლისის განჩინებები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე ა. (ჯ.) ო-ის, შ. ჯ-ის, ა. ბ-ისა და გ. ქ-ის ნაწილში;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე