Facebook Twitter
საქმე №ბს-622-597 (კ-13) 13 თებერვალი, 2014 წ.
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა რ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.09.13წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ფ-ემ 12.03.13წ. სარჩელი აღძრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 05.03.13წ. №13 განკარგულების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 27.05.13წ. გადაწყვეტილებით რ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 05.07.13წ. განჩინებით დაკმაყოფილდა რ. ფ-ის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მის მიერ სააპელაციო წესით ასევე გასაჩივრდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 27.05.13წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 19.07.13წ. განჩინებით ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 05.07.13წ. განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 05.08.13წ. განჩინებით საქმეში მესამე პირად (სასკ-ის 16.2 მუხ.) ჩაბმული იქნა ვ. ს-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 18.09.13წ. გადაწყვეტილებით ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 27.05.13წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ფ-ემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე



მოსამართლეები: ლ. მურუსიძე



მ. ვაჩაძე