საქმე#ბს-663-638(კ-13) 18 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე თ. ა-ის, ლ. ბ-ის, გ. ბ-ის, ნ. ბ-ისა და სხვათა (სულ 50 პირის) სარჩელისა გამო მოპასუხე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თ. ა-მა, ლ. ბ-ემ, გ. ბ-მა, ნ. ბ-ემ და სხვებმა (სულ 50 პირი) სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-14; ტ.1).
შესაგებლით მოპასუხე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ს.ფ. 159-166; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ა-ის, ლ. ბ-ის, გ. ბ-ის, ნ. ბ-ისა და სხვათა (სულ 50 პირის) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, კერძოდ: თ. ა-ის სასარგებლოდ - 669,69 ლარის; ლ. ბ-ის სასარგებლოდ - 1576,68 ლარის; გ. ბ-ის სასარგებლოდ - 1164,71 ლარის; ნ. ბ-ის სასარგებლოდ - 929,35 ლარის; გ. ბ-ის სასარგებლოდ - 528,03 ლარის; შ. ც-ას სასარგებლოდ - 2051,84 ლარის; ე. ც-ის სასარგებლოდ - 1002,02 ლარის; ნ.ც-ის სასარგებლოდ - 2471,35 ლარის; მ. ჩ-ის სასარგებლოდ - 1184.94 ლარის, ლ.ც-ის სასარგებლოდ - 845,70 ლარის, ნ. დ-ის სასარგებლოდ - 1178,14 ლარის, თ. გ-ის სასარგებლოდ - 1052,06 ლარის; ა. გ-ის სასარგებლოდ - 855,75 ლარის, მ.ი-ას სასარგებლოდ - 1049,83 ლარის, ლ. ჯ-ის სასარგებლოდ - 878,25 ლარის, ვ.კ-ის სასარგებლოდ - 949,03 ლარის, რ. კ-ის სასარგებლოდ - 1113,00 ლარის, მ. ლ-ის სასარგებლოდ - 883,95 ლარის, თ. მ-ის სასარგებლოდ - 861,18 ლარის, ჯ. მ-ის სასარგებლოდ - 761,01 ლარის, მ. მ-ის სასარგებლოდ - 973,90 ლარის, რ.მ-ის სასარგებლოდ - 953,92 ლარის, ზ. მ-ის სასარგებლოდ - 1293,02 ლარის, გ. მ-ის სასარგებლოდ - 502,91 ლარის; ლ. ქ-ის სასარგებლოდ - 1383,26 ლარის, თ.ქ-ის სასარგებლოდ - 1288,11 ლარის, ლ. ღ-ის სასარგებლოდ - 361,82 ლარის, ტ.შ-ას სასარგებლოდ - 1382,26 ლარის, ლ. თ-ის სასარგებლოდ - 1166,33 ლარის, გ. ტ-ის სასარგებლოდ - 508,93 ლარის, ვ. გ-ე (ა.წ. გარდაცვლილი ი. ტ-ის უფლებამონაცვლის) სასარგებლოდ - 671,60 ლარის, თ. ვ-ის სასარგებლოდ - 725,87 ლარის, ა. წ-ის სასარგებლოდ - 552,77 ლარის, ე. ზ-ის სასარგებლოდ - 1462,46 ლარის, თ. ზ-ის სასარგებლოდ - 970,22 ლარის, მ. ბ-ის სასარგებლოდ - 217,86 ლარის, ი.ზ-ის სასარგებლოდ - 394,62 ლარის; მ. ს-ის სასარგებლოდ - 373,02 ლარის, ნ. ს-ის სასარგებლოდ - 161,86 ლარის, ლ. ჭ-ის სასარგებლოდ - 459,27 ლარის; ნ.მ-ის სასარგებლოდ - 244,43 ლარის; ე. ნ-ის სასარგებლოდ - 138,26 ლარის, ზ. მ-ის სასარგებლოდ - 94,62 ლარის, მ. გ-ას სასარგებლოდ - 216,56 ლარის, მ.კ-ის სასარგებლოდ - 148,05 ლარის, ვ. ნ-ის სასარგებლოდ - 120,20 ლარის, ნ. ბ-ის სასარგებლოდ - 81,02 ლარის, ნ. პ-ის (ა.წ. გარდაცვლილი ნ. ბ-ის უფლებამონაცვლის) სასარგებლოდ - 74,00 ლარის, ნ. პ-ის სასარგებლოდ - 53,50 ლარისა და ი. კ-ის სასარგებლოდ - 53,17 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 438-454; ტ.1).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 460-469; ტ.1).
სააპელაციო შესაგებლით თ. ა-ის, ლ. ბ-ემ, გ. ბ-მა, ნ. ბ-ემ და სხვებმა (სულ 50 პირის) სააპელაციო საჩივარი არ ცნეს (იხ. ს.ფ. 13-24; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 32-39; ტ.2).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 43-51; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 6 იანვრის განჩინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 55-56; ტ.2).
საკასაციო შესაგებლებით მოწინააღმდეგე მხარეების - თ. ა-ის, ლ. ბ-ის, გ. ბ-ის, ნ. ბ-ისა და სხვათა (სულ 50 პირის) წარმომადგენელმა მ. ქ-ემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. 60-61; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე