Facebook Twitter

საქმე ¹ბს-266-263(კ-14) 5 მაისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. ლ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ნ. ლ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირების - ვ. ლ-ის, მ. ო-ასა და თ. ნ-ის მონაწილეობით).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2014 წლის 28 აპრილს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-266-263(კ-14) ნ. ლ-ის საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 იანვრის განჩინებაზე, ნ. ლ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირების - ვ. ლ-ის, მ. ო-ასა და თ. ნ-ის მონაწილეობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია კანონის მიერ დადგენილ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 397.1. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე და ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორს ნ. ლ-ეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2. და სსსკ-ის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, ჩაჰბარდა პირადად 2014 წლის 26 მარტს /იხ. ტ. 3; ს.ფ 95; 98/, შესაბამისად, მხარეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების ვადა ეწურებოდა 2014 წლის 16 აპრილს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ... მეშვეობით 2014 წლის 22 აპრილს /იხ. ტ. 3; ს.ფ 104-105/, ანუ კასატორის – ნ. ლ-ის მიერ დარღვეულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებისთვის განსაზღვრული კანონმდებლობით დადგენილი ოცდაერთდღიანი ვადა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 397.1. მუხლის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსოს 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე