Facebook Twitter

საქმე № ბს-6-6 (კ-14) 02 აპრილი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა თ. ნ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.2013წ. განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.01.2014წ. განჩინებით თ. ნ-ას ხარვეზის შესავსებად განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე განესაზღვრა. აღნიშნულ ვადაში საკასაციო სასამართლოს მომართა თ. ნ-ას წარმომადგენელმა – ქ. ზ-მა (მინდობილობა გაცემული 28.06.2012წ. სამი წლის ვადით. ს.ფ.202 ტ.1) და მოითხოვა თ. ნ-ას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება ან ბაჟის გადახდის განაწილვადება. ასევე მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოსთვის წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საკასაციო სასამართლოს 17.02.14წ. განჩინებით თ. ნ-ას გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა 5 დღით. თ. ნ-ას წარმომადგენელმა – ქ. ზ-მა 04.03.14წ. კვლავ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და 5 დღის ვადით ხარვეზის ვადის გაგრძელება მოითხოვა. საკასაციო სასამართლოს 07.03.14წ. განჩინებით თ. ნ-ას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 7 დღით. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს - ქ. ზ-ს ჩაბარდა 14.03.2014წ.. შესაბამისად, მისთვის საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა 2014 წლის 21 მარტს 24 საათზე ამოიწურა, კასატორს ამ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიერ კასატორისათვის ხარვეზის გამოსწორების ვადის არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად, კასატორის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო თ. ნ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ნ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე