საქმე №ბს-92-90 (2კ-14) 17 აპრილი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა, ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.2013წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ს-მა 5.08.11წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ ქ. თბილისის მერიის ქონების მართის სააგენტოს 12.08.10წ. N06-8/8207 და N06-8/8208 წერილების, 12.08.10წ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N9-3-247, N9-3-248 ოქმებისა და მის საფუძველზე 08.12.10წ. და 16.11.10წ. გაცემული საკუთრების მოწმობების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.09.11წ. საოქმო განჩინებით ასკ-ის მე-16.2 მუხლით საქმეში მესამე პირად ჩაებნენ დ. ო-ე და რ. ბ-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 9.01.12წ. საოქმო განჩინებით ასკ-ის მე-16.2 მუხლით საქმეში მესამე პირად ჩაება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.06.12წ. განჩინებით დ. ს-ის სარჩელზე სსიპ ქ. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს 12.08.10წ. N06-8/8207 და N06-8/8208 წერილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დაუშვებლობით შეწყდა საქმის წარმოება, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ს-მა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.06.12წ. გადაწყვეტილებით დ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ს-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.12წ. განჩინებით დ. ს-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.06.12წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.09.12წ. განჩინებით დ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 14.06.12წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.07.13წ. გადაწყვეტილებით დ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.08.10წ. N06-8/8028 და N06-8/8207 წერილები; სასარჩელო მოთხოვნები-სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.10.10წ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N9-3-247 ოქმის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 10.10.10წ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N9-3-248 ოქმის ბათილად ცნობისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 16.11.10წ., 08.12.10წ. საკუთრების მოწმობების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ, ქალაქ თბილისის მერიამ და დ.ს-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.13წ. გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; დ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 16.07.13წ. გადაწყვეტილება 12.10.10წ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N9-3-287 ოქმის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 10.10.10წ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N9-3-248 ოქმის ბათილად ცნობისა და სსიპ ქონების მართის სააგენტოს 16.11.10წ. და 08.12.10წ. საკუთრების მოწმობების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 12.10.10წ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N9-3-287 ოქმი და რ. ბ-ის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა 08.12.2010წ. Nა-42 (საკადასტრო კოდი N...); ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების მართვის 10.10.10წ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N9-4-248 ოქმი და დ. ო-ეზე გაცემული 16.11.2010წ. Nდ-61 საკუთრების მოწმობა დ. ს-ის მიწის ნაკვეთის გადაფარვის ნაწილში (საკადასტრო კოდი N...); დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.2013წ. დამატებითი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მერიას დ. ს-ის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯი 800 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილებები საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე