საქმე ბს-103-101 (კ-14) 28 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 9 ოქტომბერს წალენჯიხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ი. კ-ამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალენჯიხის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ ძალაში შესვლის დღიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2012 წლის 2 თებერვალს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ... თემის ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (პარამეტრებით: სარეგისტრაციო ზონა - წალენჯიხა, კოდი-..., სექტორი-..., კოდი-..., კვარტალი-..., ნაკვეთის №..., ფართობი 15902) რეგისტრაციის ბათილად ცნობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,...’’ შორის 2012 წლის 23 აგვისტოს დადებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას №2012071624543 ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ძალაში შესვლის დღიდან 2012 წლის 06 სექტემბერს განხორციელებული იმ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც წალენჯიხის სარეგისტრაციო სამსახურმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ... თემის ტერიტორიაზე შპს ,,...’’ საკუთრებად დარეგისტრირდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პარამეტრებით: სარეგისტრაციო ზონა - წალენჯიხა, კოდი- ..., სექტორი- ..., კოდი -..., კვარტალი - ..., ნაკვეთის №..., ფართობი 15902. ამასთან მოითხოვა ადმინისტრაციულ ორგანოს დავალებოდა მოსარჩელის 23.08.2012 წლის განცხადების საფუძველზე მოეხდინა მის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება მდებარე წალენჯიხა, სოფ. ....
წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და შპს ,,...“, ხოლო 2012 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით ი. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან, 2012 წლის 2 თებერვლიდან საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლის თანახმად სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ... თემის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პარამეტრებით: სარეგისტრაციო ზონა - წალენჯიხა, კოდი-..., სექტორი-..., კოდი-..., კვარტალი-..., ნაკვეთის №..., 15902 კვ.მ. ფართით; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,...’’ შორის 2012 წლის 23 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ბათილად იქნა ცნობილი 2012 წლის 6 სექტემბრის საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლის თანახმად შპს ,,...’’ საკუთრებად დარეგისტრირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ... თემში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პარამეტრებით: სარეგისტრაციო ზონა-წალენჯიხა, კოდი-..., სექტორი-..., კოდი-..., კვარტალი-..., ნაკვეთი №..., 15902 კვ.მ. ფართით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაასაჩივრა.
მოსარჩელე ი. კ-ამ მოპასუხეებად მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წალენჯიხის სარეგისტრაციო სამსახური, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შპს „...“, მესამე პირად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილა ნაწილობრივ, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს ,,...’’ შორის 2012 წლის 23 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ მოთხოვნის ნაწილში ი. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და შპს ,,...’’ (ს/კ ...) შორის 2012 წლის 23 აგვისტოს დადებული №2012071624543უპ ნასყიდობის ხელშეკრულება 15902 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო ზონა, წალენჯიხა, კოდი ...; სექტორი ..., კოდი ...; კვარტალი №..., ნაკვეთი №..., ნაკვეთის ფუნქცია სასოფლო-სამეურნეო, განცხადების რეგისტრაციის №882012043411, რეგისტრაციის თარიღი 02.02.2012) გასხვისების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე