საქმე ბს-633-608 (კ-13) 28 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 აგვისტოს განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 29 ოქტომბერს საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა რ. წ-მა მოპასუხეების - სს „...“ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გამოცემული საჯარო რეესტრის ამონაწერების (განცხადების რეგისტრაცია: ნომერი 38007002252, 27.08.2007, მიწის უძრავი ქონებისა საკადასტრო კოდი N ..., განცხადების რეგისტრაცია: ნომერი 38007002252, 27.08.2007, მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N ...) და შპს „...“ საკუთრებაში დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ზედდების ნაწილში სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ N892012088738-03 (09.11.2012) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით რ. წ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 27 აგვისტოს რეგისტრაციის შედეგად გამოცემული საჯარო რეესტრის ამონაწერები (განცხადების რეგისტრაცია: ნომერი 38007002252, თარიღი 27.08.2007, მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ..., საკადასტრო მონაცემები: ზონა ჭიათურა ..., სექტორი ქალაქი ჭიათურა ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 23443.00კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N01, N02, მესაკუთრე: შპს „...“; განცხადების რეგისტრაცია: ნომერი 38007002252, თარიღი 27.08.2007, მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N ..., საკადასტრო მონაცემები: ზონა ჭიათურა ..., სექტორი ქალაქი ჭიათურა ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი : საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლოსამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 379.00კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი ..., მესაკუთრე: შპს „...“), რ. წ-ის საკუთრებასთან (განცხადების რეგისტრაცია: ნომერი 382002000474, თარიღი 02.12.2002, მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი N..., საკადასტრო მონაცემები: ზონა ჭიათურა ..., სექტორი ქალაქი ჭიათურა ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ..., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 971.00კვ.მ, ნაკვეთის წინა ნომერი ..., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: რკინიგზის ჩიხი 194 გრძ.მ., 3 მესაკუთრე რ. წ-ი) ზედდების ნაწილში. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ჭიათურის სარეგისტრციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ კანონოთ დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „...“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 აგვისტოს განჩინებით სს „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „...“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „...“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე სს „...“ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „...“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 30 აგვისტოს განჩინება;
3. სს „...“ (საიდენტიფიკაციო №...) 2014 წლის 16 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე