Facebook Twitter

საქმე ბს-654-629 (კ-13) 17 აპრილი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა ა. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.10.13წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ბ-მა 18.02.13წ. სარჩელი აღძრა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ნოტარიუს ნ. მ-ის მიერ 18.01.12წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის თაობაზე საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალება. საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, 24.07.13წ. სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხისათვის მ. ბ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდების დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 05.08.13წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დაევალა მოპასუხე სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, მოსარჩელისათვის მ. ბ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 31.10.13წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 13.12.2013წ. №7632 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატას სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 13.12.2013წ. №7632 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე