საქმე #ბს-113-111(კ-14) 20 მაისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ე. ვ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე გ. ნ-ასა და მ. ნ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, მესამე პირების ე. ვ-ას, რ. ნ-ის მონაწილეობით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2011 წლის 16 ივნისს გ. ნ-მა სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ე. ვ-ას მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-16; ტ.1).
დაზუსტებული სარჩელით გ. ნ-მა მოპასუხეებად მიუთითა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახური და ე. ვ-ა და მოითხოვა მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 6 ივლისის ე. ვ-ას სახელზე განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაციის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 147-161; ტ.1).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით გ. ნ-ას სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში (იხ. ს.ფ. 162-163; ტ.1).
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ნ-ამ (იხ. ს.ფ. 177-179; ტ.1).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გ. ნ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 5 ივლისის განჩინება და საქმე სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპიდან დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 207-212; ტ.1).
2011 წლის 7 სექტემბერს გ. ნ-ამ სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის, მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ე. ვ-ას მიმართ და მოითხოვა მარნეულის სრეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 25 ივლისის №882011345924-03 გადაწყვეტილებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 9 აგვისტოს №121101 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ე. ვ-ას სახელზე ქ. მარნეულში, ... ქუჩა №8ა-ში მდებარე 796,00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ზონა ..., სექტორი ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ...) ი/მ ,,ნ. ვ-ას“ მიერ 2010 წლის 7 ივლისს შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურში, №... საკადასტრო კოდით განხორციელებული დაზუსტებული რეგისტრაციისა და ე. ვ-აზე 5125 კვ. მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების კომისიის მიერ 2010 წლის 21 ოქტომბერს გაცემული №89 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-14; ტ.2).
დაზუსტებული სარჩელით გ. ნ-ამ და მ. ნ-მა მოითხოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 9 აგვისტოს №121101 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე ე. ვ-ას სახელზე ქ. მარნეულში, ... ქუჩა №8ა-ში მდებარე 796,00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (ზონა ..., სექტორი ..., კვარტალი ..., ნაკვეთი ...) ი/მ ,,ნ. ვ-ას“ მიერ 2010 წლის 7 ივლისს შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურში, №... საკადასტრო კოდით გახორციელებული დაზუსტებული რეგისტრაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 22 ივლისის №14 სხდომის ოქმი და ამავე წლის 2 აგვისტოს №09-4/1310 გადაწყვეტილებისა და ე. ვ-აზე 513 კვ. მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების კომისიის მიერ 2010 წლის 21 ოქტომბერს გაცემული №89 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 131-145; ტ.2; 19-37; ტ.3).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა გ. ნ-ას ზემოაღნიშნული სარჩელები (იხ. ს.ფ. 180-181; ტ.2; 2-4; ტ.3)
შესაგებლით ე. ვ-ამ სარჩელი არ ცნო და იშუამდგომლა საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლით მესამე პირად ჩართვის თაობაზე, ვინაიდან მისი განმარტებით, იგი საქმეში წარმოადგენდა არა მოპასუხეს, არამედ მესამე პირს (იხ. ს.ფ. 46-54; ტ.3).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 16 იანვრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ე. ვ-ა (იხ. ს.ფ. 70-72; ტ.3).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 იანვრის განჩინებით გ. ნ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 7 ივნისის განჩინება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო ე. ვ-ას სახელზე რიცხული უძრავ ქონებას, №... და №... საკადასტრო კოდით, მდებარე ქ. მარნეულში, ... ქ. №8ა-ში და აეკრძალა ესმირალდა ვასილევას ქონებაზე, №... და №83/02/19.119 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთზე სახლისა და დამხმარე ნაგებობის დანგრევა-დემონტაჟის და სადავო მიწის ნაკვეთების საზღვარზე გამავალი მავთულღობისა და რკინის ღობის მოშლა-მონგრევა (იხ. ს.ფ. 81-87; ტ.3).
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გიულარ და მ. ნ-ებმა (იხ. ს.ფ. 102-104; ტ.3).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მაისის განჩინებით გ. ნ-ასა და მ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 25 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 125-135; ტ.3).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება რ. ნ-ი (იხ. ს.ფ. 54-55; ტ.4).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების გ. ნ-ას და მ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 6 ივლისის №882010682058-03 და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2011 წლის 9 აგვისტოს №121102 გადაწყვეტილებები. დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2011 წლის 22 ივლისის №14 სხდომის ოქმი და 2011 წლის 2 აგვისტოს №09-4/1310 გადაწყვეტილება. დაევალა მარნეულის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (იხ. ს.ფ. 127-143; ტ.4).
მითითებული გადაწყვეტლება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ე. ვ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 158-169; ტ.4).
სააპელაციო შესაგებლით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს გიულარ და მ. ნ-ებმა და რ. ნ-მა (იხ. ს.ფ. 26-36; ტ.5).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ე. ვ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 267-293; ტ.5).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ვ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 314-322; ტ.5).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის განჩინებით ე. ვ-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით გიულარ და მ. ნ-ებმა და რ. ნ-მა მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. ვ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ე. ვ-ას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ე. ვ-ას მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ე. ვ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. ვ-ას სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ნ. ვ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ვ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ე. ვ-ას უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ნ. ვ-ას მიერ 2014 წლის 14 მარტის №300 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე