საქმე ბს-123-120 (4კ-14) 5 მაისი, 2014 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 11 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს მ. ფ-მა, დ. ა-მა და გ. ა-მა. მოსარჩელეებმა სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოპასუხეებად მიუთითეს ქ. თბილისის მერია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახური, სსიპ ქონების მართვის სააგენტო; საქმეში მესამე პირებად ჩაერთნენ გ. მ-ე და მ. ო-ო. მოსარჩელეებმა მოითხოვეს: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 04.02.11წ. №882011036239-03 გადაწყვეტილების; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 04.02.11წ. №882011034986-03 გადაწყვეტილების; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 24.06.11წ. №882011292049-03 გადაწყვეტილების; სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 28.01.2011წ. №06-8/514, 28.01.11წ. №06-8/526, 16.06.11წ. №06-8/6851 მიმართვების; N... და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების აუციონის წესით განკარგვის თაობაზე ქ. თბილისის მერიის 16.02.11წ. N03.10.79 დადგენილების; სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 09.03.11წ. N29–488 ოქმის; 16.01.12წ. N786 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობისა და გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 15.03.12წ. N882012066317–03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის, დ. ა-ისა და გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 04.02.11წ. №882011036239-03 გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 04.02.11წ. №882011034986-03 გადაწყვეტილება; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 24.06.11წ. №882011292049-03 გადაწყვეტილება და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 28.01.2011წ. №06-8/514, 28.01.11წ. №06-8/526, 16.06.11წ. №06-8/6851 მიმართვები; მ. ფ-ის, დ. ა-ისა და გ. ა-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს მოსარჩელეების: მ. ფ-ის, დ. ა-ისა და გ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა მათ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის, 300 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით მ. ფ-მა, დ. ა-მა, გ. ა-მა, ასევე ქ. თბილისის მერიამ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ფ-ის, დ. ა-ის და გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისი მერიის, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ფ-ის, დ. ა-ის და გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 16.02.11წ. N03.10.79 დადგენილება, N... და N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების აუციონის წესით განკარგვის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 09.03.11წ. N29–488 ოქმი; 16.01.12წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N786 და გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 15.03.12წ. N882012066317–03 გადაწყვეტილება; ქ. თბილისის მერიას, სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურს მ. ფ-ის, დ. ა-ის და გ. ა-ის სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1050 ლარის და ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 800 ლარის, სულ 1850 ლარის ანაზღაურება; გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ქ. თბილისის მერიამ, გ. მ-ემ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურმა და სსიპ ქონების მართვის სააგენტომ გაასაჩივრეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 აპრილის განჩინებებით გ. მ-ისა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ. თბილისის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მერიისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (საიდენტიფიკაციო კოდი: 202238621) 2014 წლის 17 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე