Facebook Twitter

ბს-140-137(კ-14) 29 მაისი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2014წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქ.თბილისის მერიამ 13.12.12წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე მ. ა-ას მიმართ საიჯარო ქირის - 7264,11 ლარის, პირგასამტეხლოს - 340,20 ლარის და აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (26.07.2012წ.) საიჯარო ქირის დავალიანების საბოლოო გადახდამდე ყოველდღიურად 7264,11 ლარის 0,1 %-ის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2013წ. გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. ა-ას ქ.თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 24.11.2011წ. საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის - 7264,11 ლარისა და პირგასამტეხლოს - 340,20 ლარის გადახდა, ასევე აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (26.07.2012წ.) საიჯარო ქირის დავალიანების სრულად გადახდამდე ყოველდღიურად საიჯარო ქირის 0,1%-ის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. ა-ას მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2014წ. გადაწყვეტილებით მ. ა-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.02.2013წ. გადაწყვეტილება გაუქმდა ნ.ნაჭყებიასთვის აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (26.07.2012წ.) საიჯარო ქირის დავალიანების სრულად გადახდამდე ყოველდღიურად საიჯარო ქირის 0,1%-ის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. აღნიშნულ ნაწილში ქ.თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ. ა-ას დაეკისრა აუქციონის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან (26.07.2012წ.) საიჯარო ქირის დავალიანების სრულად გადახდამდე ყოველდღიურად საიჯარო ქირის 0,01%-ის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2014წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ.თბილისის მერიის მიერ

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე