Facebook Twitter

საქმე ბს-163-161 (კ-14) 5 მაისი, 2014 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. ჩ-ის, ნ. ჩ-ისა და ნ. ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 2 ნოემბერის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „...“ მოპასუხეების - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, საქმეში მესამე პირებად - თ. ჩ-ი, ნ. ჩ-ი, ქ. ჩ-ი, ნ. ღ-ი ჩაებნენ. მოსარჩელემ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ ლ. ყ-ის 2012 წლის 1 სექტემბრის №ა12045735-009/001 წერილის (აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ) და აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 8 ოქტომბრის №1118 ბრძანების (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) ბათილად ცნობა და სააღსრულებო ბიუროსათვის 2012 წლის 15 მაისს №2ბ/1005-12 საქმეზე გამოცემულ სააღსრულებო ფურცელზე (კრედიტორი შპს „...“, მოვალე: თ. ჩ-ი, ნ. ჩ-ი, ქ. ჩ-ი და ნ. ღ-ი) აღსრულების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით შპს „...“ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით აპელანტის - შპს „...“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელის - შპს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ლ. ყ-ის 2012 წლის 1 სექტემბრის №ა12045735-009/001 წერილი და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2012 წლის 08 ოქტომბრის №1118 ბრძანება (საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ). დაევალა მოპასუხეს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 მარტის №2ბ/1005-12 გადაწყვეტილების აღსრულება ამ გადაწყვეტილებიდან ამოწერილი 2012 წლის 15 მაისის N2ბ/1005-12 სააღსრულებო ფურცლის (კრედიტორი შპს „...“, მოვალე: თ. ჩ-ი, ნ. ჩ-ი, ქ. ჩ-ი და ნ. ღ-ი) საფუძველზე. მოსარჩელის - შპს „...“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 100 ლარი, აგრეთვე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა - 150 ლარი დაეკისრათ მოპასუხეებს - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მოსარჩელის - შპს „...“ სასარგებლოდ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება ქ. ჩ-მა, ნ. ჩ-მა და ნ. ღ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ჩ-ის, ნ. ჩ-ისა და ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ. ჩ-ის, ნ. ჩ-ისა და ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ქ. ჩ-ს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ჩ-ის, ნ. ჩ-ისა და ნ. ღ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. ქ. ჩ-ს (პირადი ნომერი ...) 2014 წლის 10 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე