ბს-630-605(კ-13) 29 მაისი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2013წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს ,,…“, კომპანია ,,…“ და სს ,,…“ მიმართ მოპასუხეთა ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების მოთხოვნით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 23.07.2012წ. გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა, ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობილი იქნენ შპს ,,…“, კომპანია ,,…“ და სს ,,…“, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 09.12.2011წ., 24.02.2012წ. და 31.05.2012წ. განჩინებები სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,…“ და კომპანია ,,…“ მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2012წ. განჩინებით შპს ,,…“ და კომპანია ,,…“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 23.07.2012წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს. ამავე გადაწყვეტილებით უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 09.12.2011წ., 24.02.2012წ. და 31.05.2012წ. განჩინებები სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 28.03.2013წ. გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა, ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად იქნენ აღიარებული შპს ,,…“, კომპანია ,,…“ და სს ,,…“, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 09.12.2011წ., 24.02.2012წ. და 31.05.2012წ. განჩინებები სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დარჩა უცვლელი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,…“ და კომპანია ,,…“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.09.2013 წ. გადაწყვეტილებით შპს ,,…“ და კომპანია ,,…“ სააპელაციო საჩივარი დაკამყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 28.03.2013წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში შპს ,,…“ და კომპანია ,,…“ საააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე