საქმე ¹ბს-128-125 (კ-14) 05 ივნისი, 2014წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. მ-ის, მ. რ-ის, მ. ქ-ის, თ. მ-ის, მ. ღ-ის, ა. ლ-ის, ე. თ-ის, თ. კ-ის და თ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.14წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. მ-ემა, მ. რ-ემ, მ. ქ-მა, თ. მ-ემ, მ. ღ-ემ, ა. ლ-ემ, ე. თ-ემ, თ. კ-ემ და თ. ჯ-ემ 26.06.13წ. სარჩელით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხაშურის რაიონული განყოფილების მიმართ, შეწყვეტილი პენსიის აღდგენისა და საპენსიო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით. ხაშურის რაიონული სასამართლოს 03.10.13წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. მ-ემა, მ. რ-ემ, მ. ქ-მა, თ. მ-ემ, მ. ღ-ემ, ა. ლ-ემ, ე. თ-ემ, თ. კ-ემ და თ. ჯ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.01.14წ. სხდომაზე, საოქმო განჩინებით შეწყდა წარმოება სარჩელის იმ ნაწილზე, რომლითაც მოთხოვნილი იყო პენსიის აღდგენა, დავის არარსებობის საფუძვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.01.14 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. მ-ემა, მ. რ-ემ, მ. ქ-მა, თ. მ-ემ, მ. ღ-ემ, ა. ლ-ემ, ე. თ-ემ, თ. კ-ემ და თ. ჯ-ემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, რ. მ-ის, მ. რ-ის, მ. ქ-ის, თ. მ-ის, მ. ღ-ის, ა. ლ-ის, ე. თ-ის, თ. კ-ის და თ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. მ-ის, მ. რ-ის, მ. ქ-ის, თ. მ-ის, მ. ღ-ის, ა. ლ-ის, ე. თ-ის, თ. კ-ის და თ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. მ-ის, მ. რ-ის, მ. ქ-ის, თ. მ-ის, მ. ღ-ის, ა. ლ-ის, ე. თ-ის, თ. კ-ის და თ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე