Facebook Twitter

საქმე № ბს-297-294 (კ-14) 11 ივნისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი. გ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.03.13წ. განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 396.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ერთ-ერთი პირობაა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.2014წ. განჩინებით ი. გ-ას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საკასაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. საკასაციო სასამართლოს 23.05.14წ. განჩინება კასატორ – ი. გ-ას გაეგზავნა და ჩაბარდა 29.05.14წ. კასატორის ოჯახის ქმედუნარიან პირს – შვილს ნ. გ-ას, სსკ-ით დადგენილი წესით. კასატორის წარმომადგენელმა ვ. კ-მა 06.06.14წ. მომართა საკასაციო სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით. კასატორს ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა 29.05.14წ., შესაბამისად მისთვის ხარვეზის გამოსწორების ვადა 05.06.14წ. 24 საათზე ამოიწურა. ხარვეზის შესავსებად დადგენილი განცხადება 7 დღიანი ვადის გადაცილებით 06.06.14წ. არის შეტანილი საკასაციო სასამართლოში, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია ვინაიდან სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

ამდენად, სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კასატორის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო ი. გ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე