Facebook Twitter

ბს-200-198 (კ-14) 17 ივლისი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ს.თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.12.2013წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს.თ-მა 25.02.2011წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის, ა.კ-ისა და ი.ჩ-ის მიმართ ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 15.12.2010წ. გადაწყვეტილების, მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციისა და 15.12.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

01.04.2011წ. განცხადებით ს.თ-მა გაიხმო სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში. დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას მოპასუხეებად მიეთითნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური და ა.კ-ი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.05.2011წ. გადაწყვეტილებით ს.თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა ს.თ-ის მიერ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.09.2011წ. გადაწყვეტილებით ს.თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს.თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის 15.12.2010წ. გადაწყვეტილება ქობულეთის რაიონში, დაბა ..., ... ქ.=55-ის მიმდებარედ 1514 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ა.კ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

ე.ე-ემ და ი.ჩ-ემ 12.06.2013წ. განცხადებით მიმართეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ამავე სასამართლოს 28.09.2011წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.2013წ. განჩინებით ე.ე-ისა და ი.ჩ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 28.09.2011წ. გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ე.ე-ე, ი.ჩ-ე და სს ,,...“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.12.2013წ. განჩინებით ს.თ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.05.2011წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ს.თ-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს.თ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს.თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე