Facebook Twitter

საქმე № ბს-204-202 (კ-14) 14 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ო. შ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.13წ. განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 396.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ერთ-ერთ პირობაა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.2014წ. განჩინებით ო. შ-ას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა საკასაციო სასამართლოს განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის (საკასაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის მოქმედი) წარმოდგენა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. საკასაციო სასამართლოს 03.05.14წ. განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ო. შ-ას შუამდგომლობა და გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 5 დღით. საკასაციო სასამართლოს 03.05.14წ. განჩინება გაეგზავნა და ჩაბარდა 01.07.14წ., პირადად. შესაბამისად, ო. შ-ასთვის ხარვეზის გამოსწორების ვადა 06.07.14წ. 24 საათზე ამოიწურა. კასატორს მოცემული განჩინების გამოტანის დროისთვის სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია.

ამდენად, სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კასატორის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო ო. შ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ო. შ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე