Facebook Twitter

ბს-233-230 (კ-14) 10 ივლისი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და თ. ქ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2014წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ქ-ემ 02.07.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს მთავრობის და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ 5 000 000 ლარის ოდენობით ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში მოპასუხედ დასახელდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო მესამე პირად ჩაერთო საქართველოს მთავარი პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.09.2013წ. გადაწყვეტილებით თ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს მთავარ პროკურატურას თ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით, თ. ქ-ის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და თ. ქ-ემ.

დავის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას საქართველოს მთავარი პროკურატურა დასახელდა მოპასუხედ, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქმეში ჩაერთო მესამე პირად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.02.2014წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თ. ქ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.09.2013წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს მტავარ პროკურატურას თ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით 7 000 ლარის და მიუღებელი შემოსავლის სახით 10 233 (ხელზე ასაღები 8186,40) ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში თ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს მთავარი პროკურატურის და თ. ქ-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურისა და თ. ქ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს მთავარი პროკურატურისა და თ. ქ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს მთავარი პროკურატურისა და თ. ქ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე