Facebook Twitter

საქმე¹ბს-30-30 (კს-14) 24 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე _ ჯ. ს-ი

დავის საგანი - უფლებამონაცვლეობის დადგენა, სააღსრულებო ფურცლის გაცემა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.13წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.07.01 წ. გადაწყვეტილებით ს-ისა და სხვათა სარჩელი შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა, ი. ს-ის სასარგებლოდ საჩხერის რაიონის გამგეობას დაეკისრა 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1 920 (ათას ცხრაას ოცი) ლარის გადახდა, 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის გადახდა.

17.09.01 წ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.07.01 წ. გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცლები, მათ შორის, ი. ს-ის მოთხოვნის ნაწილში, სადაც კრედიტორად მითითებულია ი. ს-ი, ხოლო მოვალედ საჩხერის რაიონის გამგეობა.

ჯ. ს-მა 11.04.13 წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც კრედიტორისა და მოვალის უფლებამონაცვლის დადგენა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.

განმცხადებლმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის 11.07.01 წ. გადაწყვეტილება ი. ს-ის ნაწილში დღემდე არ არის აღსრულებული, სააღსრულებო ფურცელში მითითებული კრედიტორი ი. ს-ი 03.07.05წ. გარდაიცვალა, ი.ს-ის სამკვიდრო სრულად მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილი) ჯ. ს-მა. სამკვიდრო მოწმობაში ასევე ცალსახად არის მითითებული, რომ სამკვიდრო ქონებაში შედის მამკვიდრებლის მთელი აქტივები და პასივები, მათ შორის, პენსია, შესაბამისად, სააპელაციო პალატის 11.07.01წ. გადაწყვეტილებაში მოხსენიებული ი. ს-ის უფლებამონაცვლეა ჯ. ს-ი. განმცხადებელის მოსაზრებით ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ’’ კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა კრედიტორის უფლებამონაცვლედ მისი, ხოლო მოვალის-საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ, საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის’’ 3.1 მუხლით გათვალისწინებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ჩართვის კანონისმიერი პირობა, რომელსაც 01.03.07წ. სასამართლოს კანონიერი ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღნიშნული წესის თანახმად აქვს დაკისრებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამცხადებელმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.07.01წ. გადაწყვეტილებაში მოხსენიებული ი. ს-ის უფლებამონაცვლედ ჯ. ს-ის, ხოლო საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დადგენა; თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.09.01წ. ი. ს-ის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცელის გაუქმება და ახალი სააღსრულებო ფურცელის გაცემა, სადაც ი. ს-ის უფლებამონაცვლედ მითითებული იქნება ჯ. ს-ი, ხოლო საჩხერის რაიონის უფლებამონაცვლედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაეკისრება ჯ. ს-ისათვის 09.02.99წ.- 16.06.2000წ. 1920 ლარისა და ყოველთვიურად 120 ლარის 16.06.2000 წ.- 03.07.05წ. პერიოდის მიხედვით ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.13წ. განჩინებით ჯ. ს-ის განცხადება უფლებამონაცვლეობის დადგენისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.07.01 წ. გადაწყვეტილებაში მოხსენიებული ი. ს-ის უფლებამონაცვლედ დადგინდა ჯ. ს-ი, ხოლო ი.ს-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 17.09.01 წ. ი. ს-ის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცელი და გაიცა ახალი სააღსრულებო ფურცელი, სადაც ი. ს-ის უფლებამონაცვლედ მითითებული იქნება ჯ. ს-ი, ხოლო საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; ახალი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ჯ. ს-ს უნდა აუნაზღაუროს 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1 920 ლარი და ყოველთვიურად დაკისრებული 120 ლარი 2000 წლის 16 ივნისიდან 2005 წლის 03 ივლისამდე პერიოდის მიხედვით.

სააპელაციო სასამართლომ საქმეში დაცული სამკვიდრო მოწმობით დადგენილად მიიჩნია, რომ გარდაცვლილი ი.ს-ის სამკვიდრო სრულად მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ (შვილი) ჯ. ს-მა. სამკვიდრო მოწმობაში ასევე ცალსახად არის მითითებული, რომ სამკვიდრო ქონებაში შედის მამკვიდრებლის მთელი აქტივები და პასივები, მათ შორის, პენსია, შესაბამისად, სააპელაციო პალატის 11.07.01წ. გადაწყვეტილებაში მოხსენიებული ი. ს-ის უფლებამონაცვლეა ჯ. ს-ი.

სააპელაციო პალატამ, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.07.01წ. გადაწყვეტილებაში მოპასუხედ დასახელებული საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლის ნაწილში, მიუთითა საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. N53 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის’’ მე–3 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთი­ან სახელმწიფო ფონდს დაევალა უზრუნველეყო “საქნახშირის” დეპარტამენტის შახ­­­ტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მა­თი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებთა შესახებ” საქარ­თვე­ლოს სახელმწიფოს მეთაურის 15.10.95 წ.N429-ა ბრძანებულებისა და “შრომითი მოვალეობის შესრუ­ლე­ბისას მუ­შაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედე­გად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრე­ზიდენტის 09.02.99 წ.N48 ბრძანებულების 421 პუნქტის საფუძ­ველზე 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ – სა­ქარ­თველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონ­დში რეგისტრირებული, აგ­რეთვე, აღნიშნულ პერიოდამდე სასა­მარ­თლოს კანონიერ ძა­ლა­ში შესული გადაწყვეტილებებით დადა­სტურებული უდავო მოთ­ხო­ვ­ნე­ბით წარმოქმნილი დავალია­ნებების დაფარვა 2007 წლის 1 მარ­ტამ­დე პერიოდში.” იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ი. ს-ის მიმართ ,,შრომითი მოვალეობის შესრუ­ლე­ბისას მუ­შაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედე­გად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრე­ზიდენტის 09.02.99 წ.N48 ბრძანებულების 421 პუნქტის საფუძ­ველზე, 2007 წლის 1 მარტამდე, სასა­მარ­თლოს კანონიერ ძა­ლა­ში შესული გადაწყვეტილებებით დადა­სტურებულია უდავო მოთ­ხო­ვ­ნე­ბით წარმოქმნილი დავალია­ნებების არსებობა, რომლის დაფარვის უზრუნველყოფის ვალდებულება ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის საფუძველზე დაკისრებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო პალატის 11.07.01წ. გადაწყვეტილებაში მოპასუხედ დასახელებული საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიჩნევა.

რაც შეეხება თანხის ოდენობას, სააპელაციო პალატამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ი. ს-ი გარდაიცვალა 03.07.05 წ., აღნიშნა, რომ საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ჯ.ს-ს უნდა აუნაზღაუროს ყოველთვიურად დაკისრებული 120 ლარი 2000 წლის 16 ივნისიდან 2005 წლის 03 ივლისის პერიოდის მიხედვით, რამდენადაც ასანაზღაურებელი პერიოდი არ სცილდება საქართველოს მთავრობის 24.03.07 წ.N53 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესით’’ განსაზღვრულ პერიოდს ანუ 01.03.07 წ., რომლის შემდეგაც სარჩოს გაცემის ვალდებულება შეწყდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.13წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ.

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. N53 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის წესის’’ 3.1 მუხლის თანახმად, სააგენტომ უზრუნველყო 01.03.07წ. სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო პერიოდში რეგისტრირებული, ასევე ამ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა 01.03.07წ. პერიოდში. ამავე დადგენილების მე-2 პუქნტის თანახმად, 01.03.07წ. შეწყდა სარჩოსა და სხვა გასაცემლის გაცემის ვალდებულება და სააგენტოს მიერ დამატებით გაიცა ერთჯერადი კომპენსაცია, დანიშნული სარჩოს ექვსი თვის ოდენობით. სააგენტოს მიერ სრულად იქნა დაფარული 01.03.07წ. პერიოდში, სააგენტოში რეგისტრირებული ყველა დავალიანება, ხოლო 2008 წლიდან ამ სახის ვალდებულება სააგენტოს ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილა. ამასთანავე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასულია სსკ-ის 142-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.13წ. განჩინების გაუქმებასა და ჯ. ს-ისათვის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.07.01წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 22.10.00 წ. გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საჩხერის რაიონის გამგეობას მოსარჩელეების სასარგებლოდ სხვადასხვა ოდენობის თანხის გადახდა დაეკისრა, მათ შორის, საჩხერის რაიონის გამგეობას ჯ. ს-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1 920 (ათას ცხრაას ოცი) ლარის გადახდა და 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.07.01 წ. გადაწყვეტილებაზე 17.09.01 წ. გაიცა სააღსრულებო ფურცლები, მათ შორის, სააღსრულებო ფურცელი გაიცა ი. ს-ის მოთხოვნის ნაწილში, სადაც კრედიტორად მითითებულია ი. ს-ი, ხოლო მოვალედ საჩხერის რაიონის გამგეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.13წ. განჩინებით ჯ. ს-ის განცხადება უფლებამონაცვლეობის დადგენისა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.07.01 წ. გადაწყვეტილებაში მოხსენიებული ი. ს-ის უფლებამონაცვლედ დადგინდა ჯ. ს-ი, ხოლო ი.ს-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგინდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 17.09.01 წ. ი. ს-ის სასარგებლოდ გაცემული სააღსრულებო ფურცელი და გაიცა ახალი სააღსრულებო ფურცელი, სადაც ი. ს-ის უფლებამონაცვლედ მითითებული იქნება ჯ. ს-ი, ხოლო საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო; ახალი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ ჯ. ს-ს უნდა აუნაზღაუროს 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1 920 ლარი და ყოველთვიურად დაკისრებული 120 ლარი 2000 წლის 16 ივნისიდან 2005 წლის 03 ივლისამდე პერიოდის მიხედვით.

კერძო საჩივრის ავტორი -სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო გასაჩივრებულ-თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.13წ. განჩინებას სადავოდ ხდის და არ ეთანხმება საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დადგენის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას.

საქმეში დაცული მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.07.01წ. გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. N48 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის’’ საფუძველზე, საჩხერის რაიონის გამგეობას ი.ს-ის სასარგებლოდ 1999 წლის 9 თებერვლიდან 2000 წლის 16 ივნისამდე 1 920 (ათას ცხრაას ოცი) ლარის გადახდა და 2000 წლის 16 ივნისიდან ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნული ბრძანებულება გაუქმედა 2007 წლის 1 მარტიდან და საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. N53 დადგენილებით დამტკიცდა ახალი ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი’’. აღნიშნული წესის 3.1 მუხლის თავდაპირველი რედაქციის თანახმად, სსიპ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს დაევალა უზრუნველყო ,,საქნახშირის’’ დეპარტამენტის შახტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მათი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 15.10.95წ. N429-ა ბრძანებულებისა და ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. N48 ბრძანებულების 421 პუნქტის საფუძველზე, 2007 წლის 1 მარტამდე ფონდში რეგისტრირებულ, აგრეთვე, აღნიშნულ პერიოდამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადასტურებული უდავო მოთხოვნებით წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა 2007 წლის 1 მარტამდე პერიოდზე.

საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. N53 დადგენილებით დამტკიცებულ წესში 25.12.08წ. =257 დადგენილებით შეტანილი ცვლილებებით, აღნიშნული წესის 3.1 მუხლი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა: ,,სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ (შემდგომ­ში – სააგენტო) უზრუნველყოს “საქნახშირის” დეპარტამენტის შახ­­­ტებსა და სხვა საწარმოებში შექმნილი მდგომარეობისა და მა­თი მუშაობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქარ­თვე­ლოს სახელმწიფოს მეთაურის 15.10.95 წ.N429-ა ბრძანებულებისა და “შრომითი მოვალეობის შესრუ­ლე­ბისას მუ­შაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედე­გად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრე­ზიდენტის 09.02.99 წ.N48 ბრძანებულების 421 პუნქტის საფუძ­ველზე 2007 წლის 1 მარტამდე სსიპ – სა­ქარ­თველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონ­დში რეგისტრირებული, აგ­რეთვე, აღნიშნულ პერიოდამდე სასა­მარ­თლოს კანონიერ ძა­ლა­ში შესული გადაწყვეტილებებით დადა­სტურებული უდავო მოთ­ხო­ვ­ნე­ბით წარმოქმნილი დავალია­ნებების დაფარვა 2007 წლის 1 მარ­ტამ­დე პერიოდში.” ამდენად, სახეზეა საქართველოს პრეზიდენტის 09.02.99წ. N48 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის’’ 421 პუნქტის საფუძველზე, 2007 წლის 1 მარტამდე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული უდავო მოთხოვნით წარმოქმნილი დავალიანება, რომლის უზრუნველყოფის ვალდებულება ნორმატიული აქტის საფუძველზე ეკისრება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს. შესაბამისად კანონმდებლობით ცალსახადაა გადაწყვეტილი უფლებამონაცვლეობის საკითხი, რის გამოც საფუძვლიანია თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 11.07.01წ. გადაწყვეტილებაში ი. ს-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში მოპასუხედ დასახელებული საჩხერის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მითითება. ი.ს-ის სამკვიდრო ქონებაზე 19.12.07წ. სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ჯ.ს-ი არის 03.07.05წ. გარდაცვლილი ი.ს-ის I რიგის კანონისმიერი მემკვიდრე, ჯ.ს-მა, როგორც მამკვიდრებლის I რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა, სრულად მიიღო სამკვიდრო ქონება, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივებით, მათ შორის მიუღებელი პენსიით. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად საპროცესო უფლებამონაცვლეობა დასაშვებია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, მათ შორის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. N53 დადგენილებით დამტკიცებული წესის 3.4 მუხლით იმპერატიულად განისაზღვრა ამ სახის ვალდებულებების ფინანსური უზრუნველყოფა მხოლოდ ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, რომლიც 2008 წლიდან სააგენტოს ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ყოფილდა. ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 32.7 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის მიხედვით „სოციალური დახმარებების“ ფარგლებში დაფინანსდა დახმარება შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის, რომლის დანიშვნისა და გაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ,,საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 31.5 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნტის საფუძველზე 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც ანალოგიურად იქნა გათვალისწინებული ამ სახის დავალიანების ფინანსური უზრუნველყოფა. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის 01.03.13წ. N45 დადგენილებით დამტკიცდა ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზრაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი’’, რომლის მე-2 მუხლის თანახმად ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 24.03.07წ. N53 დადგენილებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი’’, ამასთანავე 01.03.13წ. =45 დადგენილებით დამტკიცებული წესის 5.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს 2007 წლის 1 იანვრამდე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ფულადი გასაცემლის მიღების უფლებას.

საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე სკ-ის 142 მუხლი, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელი აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადაში იქნა გაცემული, კერძოდ 17.09.01წ., ამასთანავე მოცემულ შემთხვევაში არსებითად ადგილი აქვს 17.09.01წ. აღებულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანას, სააღსრულებო ფურცელში მითითებული მხარეების უფლებამონაცვლეთა დადგენას, მათი მონაცემების შეტანას სააღსრულებო ფურცელში, რაც არ უკავშირდება სკ-ის 142-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადებს, ვინაიდან ხსენებული მუხლი ეხება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული უფლების ხანდაზმულობის ვადას, ამასთანავე ხდება არა სააღსრულებო ფურცლის, არამედ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. გარდა ამისა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს 11.07.01წ. გადაწყვეტილებაზე 17.09.01წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი წარდგენილი იყო აღსრულებისათვის, გამგეობის ანგარიშიდან თანხის გადახდევინების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის სპეციალური ჯგუფის მიერ წარდგენილი იყო საინკასო დავალება (იხ. საჩხერის რაიონის გამგეობის 07.03.03წ. წერილი), გამგეობამ ვერ უზრუნველყო დაკისრებული თანხის გადახდა იმის გამო, რომ თანხების დაფარვა უნდა მომხდარიყო რაიონულ ბიუჯეტზე ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმოცემული ტრანსფერების თანხებით (იხ. საჩხერის რაიონის გამგებლის 29.07.02 წ. წერილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური ჯგუფის სასამართლოს აღმასრულებლისადმი). ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 27.02.03წ. განჩინებით შეჩერდა სააღსრულებო დეპარტამენტის სპეციალური ჯგუფის მიერ 03.02.03წ. წარდგენილი =01/28-212 საინკასო დავალების მოქმედება. საოლქო სასამართლოს 18.07.03წ. განჩინებით საჩხერის რაიონის გამგეობას უარი ეთქვა 11.07.01წ. გადაწყვეტილების განმარტებაზე იმასთან დაკავშირებით თუ რომელი წყაროდან უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულების დაფინანსება. გადაწყვეტილების აღსრულების სიძნელეების გამო გამგეობამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა საოლქო სასამართლოს 18.07.03წ. განჩინება. საოლქო სასამართლოს 21.11.03წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაფინანსების წყაროს განსაზღვრა გამოიწვევს 11.07.01წ. გადაწყვეტილების შინაარსის შეცვლას, ამასთანავე, სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგანს არ წარმოადგენდა დაფინანსების წყაროს განსაზღვრა. საკასაციო სასამართლოს 11.03.04წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება სააღსრულებო ფურცლის გადაწყვეტილების აღსასრულებლად წარდგენა კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში. უფლებამონაცვლის წინამორბედის მიერ შესრულებული ყველა საპროცესო მოქმედება ითვლება შესრულებულად უფლებამონაცვლის მიერ.

ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.13წ. განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე