საქმე #ბს-343-339(კ-14) 29 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 მარტის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეების სარჩელისა გამო დ. ღ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეებმა სარჩელი აღძრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის დ. ღ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერი უძრავ ნივთზე მდებარე წყალტუბოს რაიონი სოფ. ..., დაზუსტებული ფართობი 2008 კვ.მ. ბათილად ცნობა და მითითებულ ფართზე თანამესაკუთრეებად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-10; ტ.1).
2013 წლის 22 აპრილის №882013165771-03 გადაწყვეტილებისა და დუშეთის ტექნიკური ინვენტარიზაციის სამსახურის მიერ 1989 წლის 21 აგვისტოს განხორციელებული ჩანაწერების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-11, ტ.1).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეების სარჩელისა გამო მოპასუხეების დ. ღ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ მესაკუთრედ ცნობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის №2083/99 ჩანაწერის (უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი:...) ბათილად ცნობის თაობაზე შეწყდა საქმის წარმოებს სარჩელის დაუშვებლობის გამო, სარეგისტრაციო სამსახურის ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში (იხ. ს.ფ. 223-229; ტ.1).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინებით განჩინებით ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეების სარჩელისა გამო მოპასუხეების დ. ღ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ მესაკუთრედ ცნობისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის №2083/99 ჩანაწერის (უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდი:...) ბათილად ცნობის თაობაზე მესაკუთრედ ცნობის ნაწილში შეჩერდა საქმის წარმოება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინების კანონიერ ძალაში შესვლამდე (იხ. ს.ფ. 230-232; ტ.1).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინება საქმის წარმოების დაუშვებლობის მოტივით შეწყვეტის ნაწილში ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეებმა კერძო საჩივრით გაასაჩივრეს და მოითხოვეს განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 239-240; ტ. 1).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში (იხ. ს.ფ. 270-274; ტ.1).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება ცვლილების განხორციელების თაობაზე უძრავ ნივთებზე მდებარე წყალტუბოს რაიონი, სოფ. ..., დაზუსტებული ფართობი 2008 კვ.მ., საკადასტრო კოდი ... და სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დ. ღ-ის სახელზე სადავო მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის ან მასზედ უარის თქმის შესახებ, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 121-133; ტ.2).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ღ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 139-151; ტ.2).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 154-162; 176-187; ტ.2).
სააპელაციო შესაგებლით ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეებმა სააპელაციო საჩივრები არ ცნეს და მოითხოვეს დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 230-236; ტ.2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 მარტის განჩინებით დ. ღ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 300-310; ტ.2).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეებმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება(იხ. ს.ფ. 321-329; 344-353; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის განჩინებით ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეების საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 380-381; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით დ. ღ-ემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 387-397; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით კასატორებმა მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 401-403; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეების საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეების მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეების საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ღ-ეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეების საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეების საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. მ. ღ-ეს უნდა დაუბრუნდეს ჯ., მ., გ. და ბ. ღ-ეების საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2014 წლის 23 ივნისს №3771936 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე