Facebook Twitter

ბს-257-254(კ-14) 18 სექტემბერი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა დასავლეთ საქარველოს საოლქო პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2014წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ.გ-ემ 18.10.2013წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიმართ 2012 წლის 29 ნოემბრიდან 2013 წლის 29 ივლისამდე (8 თვე) იძულებითი განაცდურის - 16 754 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 05.12.2013წ. გადაწყვეტილებით კ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას კ.გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 16 754 ლარის ოდენობით, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2014წ. გადაწყვეტილებით დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და კ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კ.გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 7 თვისა და 7 დღის ხელფასის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება, 2012 წლის 01 დეკემბრიდან 2013 წლის 08 ივლისამდე - თვეში 2 120 ლარის ოდენობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2014წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის მიერ, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით კ.გ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.2014წ. გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე