Facebook Twitter
#ბს-376-372(კ-14) 25 სექტემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2011 წლის 11 აგვისტოს ო. და ა. კ-ებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ.
დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელეებმა მოითხოვეს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011 წლის 20 ივლისის წერილის ბათილად ცნობა; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2008 წლის 16 მაისს დადებულ უზუფრუქტის ხელშეკრულებასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 21 აპრილის №1-1/635 ბრძანებაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ, დაბა აბასთუმანი, ... №4-ში და დაბა აბასთუმანი, ... მდებარე საცხოვრებელ სახლებში განმცხადებლებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომების უზუფრუქტის ხელშეკრულებით სარგებლობაში გადაცემული ქონების ნუსხიდან ამოღება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის დაბრუნება; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2008 წლის 16 მაისს დადებულ უზუფრუქტის ხელშეკრულებაში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებების საფუძველზე „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის საბინაო ფონდის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულების (განმხცადებლების საცხოვრებელი სადგომებით დაკმაყოფილების შესახებ) შესასრულებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალდებულება; ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის 9 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ №08-0-11/11085 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
დაზუსტებულ სარჩელში მოპასუხეებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დასახელდა აგრეთვე საქართველოს მთავრობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2011 წლის 18 ნოემბერს მოსარჩელეების წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე გამოიხმო ა. კ-ას სარჩელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე ა. კ-ას უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, სარჩელის წარმოებაში მიღებამდე მისი გამოხმობის გამო. ხოლო ამავე სასამართლოს 2011 წლის 22 ნოემბრის განჩინებით ო. კ-ას სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის განჩინებით ო. კ-ას სარჩელზე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011 წლის 20 ივლისის წერილის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ო. კ-ას სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის განჩინება (საქმე №3/4184-11) ო. კ-ას სარჩელზე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2011 წლის 20 ივლისის წერილის, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2011 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში დაუშველობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 2012 წლის 14 ივნისს კერძო საჩივრით გასაჩივრდა ო. კ-ას მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
2012 წლის 4 ოქტომბრის საოქმო განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ ადგილზე თათბირით მიიღო განჩინება ო. კ-ას სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ საქმეში (საქმე №3/ბ-819-12) მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უფლებამონაცვლედ ააიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩაბმის თაობაზე.
2012 წლის 9 ოქტომბერს ო. კ-ას მიერ კერძო საჩივრით გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის საოქმო განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმე გადაგზავნილ იქნა უზენაეს სასამართლოში უფლებამონაცვლეობის შესახებ ო. კ-ას კერძო საჩივრის განხილვისათვის.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 აპრილის განჩინებით ო. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 ოქტომბრის საოქმო განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით დავის საგნის არარსებობის გამო შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის იმ ნაწილში, რომელიც ეხება მოსარჩელის მოთხოვნას: ცვლილებები იქნეს შეტანილი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2008 წლის 16 მაისს დადებულ უზუფრუქტის ხელშეკრულებასა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 21 აპრილის №1-1/635 ბრძანებაში, კერძოდ, დაბა აბასთუმანი, ... №4-ში და დაბა აბასთუმანი, ... მდებარე საცხოვრებელ სახლებში განმცხადებლებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომები ამოღებულ იქნეს უზუფრუქტის ხელშეკრულებით სარგებლობაში გადაცემული ქონების ნუსხიდან და დაუბრუნდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის საოქმო განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მესამე პირის ნაცვლად საქმეში მოპასუხედ ჩაება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 თებერვლის განჩინებით ო. კ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ო. კ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ივლისის №501 დადგენილებით ნაკისრი ვალდებულების განხორციელება და ამ დადგენილების შესაბამისად ო. კ-ას საცხოვრებელი სადგომით დაკმაყოფილების უზრუნველყოფა დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.




ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე: მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ლ. მურუსიძე