საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-387-382 (კ-14) 03 სექტემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.14წ. განჩინებაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.13წ. გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი მოპასუხეების: სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს, კერძო აღმასრულებლის - რ. პ-ის, გ. ჟ-ის და მესამე პირის: ე. კ-ის მიმართ, აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.14წ. განჩინებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.13წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.14წ. განჩინებით გ. ბ-ეს დაევალა უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
08.08.14წ. გ. ბ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის 14 დღით გაგრძელების თხოვნით, რაც საკასაციო სასამართლოს 08.08.14წ. განჩინებით დაკმაყოფილდა და გ. ბ-ეს 14 დღის ვადით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.
საკასაციო სასამართლოს 08.08.14წ. განჩინება ვ. ბ-ეს გაეგზავნა 08.08.14წ., რაც 11.08.14წ. ჩაიბარა გადასაცემად ოჯახის ქმედურანიარმა წევრმა მეუღლემ - ნ. ფ-ემ (ტ.2. ს.ფ.208). ვ. ბ-ეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 და 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.04.14წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე