ბს-168-166 (კ-14) 09 ოქტომბერი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს ,,…“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2013წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,…“ 19.02.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ მოპასუხის 17.01.2013წ. გადაწყვეტილების გაუქმების და შპს ,,…“ საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
15.04.2013წ. წარდგენილი განცხადებით შპს ,,…“ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და სასარჩელო მოთხოვნა. მოსარჩელემ მოპასუხედ დამატებით დაასახელა სსიპ შემოსავლების სამსახური და აღნიშნა, რომ ითხოვს სსიპ შემოსავლების სამსახურის 24.01.2011წ. =584 საგასდასახადო მოთხოვნის, 28.12.2010წ. =604/2864/10, 16.12.2010წ. =604/2860/10, 10.12.2010წ. =604/2723/10, 13.12.2010წ. =604/2705/10 საბაჟო შეტყობინებების, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 17.01.2013წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და შპს ,,…“ საჩივრის არსებითად განხილვის შემდეგ, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.05.2013წ. გადაწყვეტილებით შპს ,,…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.12.2014წ. განჩინებით შპს ,,…“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს ,,…“ მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ არ არსებობს ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში მყოფი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.01.2012წ. განჩინებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის შეცვლის საფუძველი, რადგან მხარის მიერ ახლადაღმოჩენილ გარემოებად მითითებული სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.06.2011წ. =3376 ბრძანება ,,ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაზომვის მეთოდების დასაშვები ცდომილების ნორმების დამტკიცების შესახებ“ უდავოდ არსებობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.01.2012წ. განჩინების მიღებისას, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 02.06.2011წ. გადაწყვეტილება შპს ,,ჯორჯია ტრანზიტის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მიმდინარე დავის მსგავსად, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა 044711, 044693, 044728, 044732, 044761 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმების, 604/2723/10, 604/2705/10, 604/2860/10, 604/2864/10 საბაჟო შეტყობინებების და 24.01.2011 წ. საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა. საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საზედამხედველო წარმოებას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიმართ. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საკასაციო საჩივარს არ გააჩნია წარმატების პერსპექტივა, ხოლო საქმეს - პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის,
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, შპს ,,…“ (ს.კ. …) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 16.05.2014წ. №1400236861 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 600 ლარის 70%, _ 420 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,…“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს ,,…“ (ს.კ. …) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 16.05.2014წ. №1400236861 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 600 ლარის 70%, _ 420 ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე