Facebook Twitter

საქმე ბს-288-285 (კ-14) 7 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ი-ის, ჯ. კ-ის, ჰ. ა-ის, ბ. გ-ის, ა. ვ-ის, შ. დ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 7 ოქტომბერს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ. ი-მა, ჯ. კ-მა, ჰ. ა-მა, ბ. გ-მა, შ. მ-მა, ა. ვ-მა, შ. დ-მა მოპასუხის - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის ა. ვ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 11 სექტემბრის N266 ბრძანების, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის შ. დ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 11 სექტემბრის N267 ბრძანების, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის ბ. გ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 11 სექტემბრის N268 ბრძანების, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის შ. მ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 11 სექტემბრის N272 ბრძანების, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის ჰ. ა-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 11 სექტემბრის N273 ბრძანების, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის ნურადინ ისმაილოვის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 11 სექტემბრის N274 ბრძანების, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის ჯ. კ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 11 სექტემბრის N276 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათის სამუშაოზე აღდგენის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება მოითხოვეს.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ნ. ი-მა, ჯ. კ-მა, ჰ. ა-მა, ბ. გ-მა, შ. მ-მა, ა. ვ-მა და შ. დ-მა გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მარტის საოქმო განჩინებით შ. მ-ის სარჩელის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება შ. მ-ის გარდაცვალების გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით ნ. ი-ის, ჯ. კ-ის, ჰ. ა-ის, ბ. გ-ის, ა. ვ-ის და შ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით ნ. ი-მა, ჯ. კ-მა, ჰ. ა-მა, ბ. გ-მა, ა. ვ-მა და შ. დ-მა გაასაჩივრეს, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ი-ის, ჯ. კ-ის, ჰ. ა-ის, ბ. გ-ის, ა. ვ-ის, შ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ი-ის, ჯ. კ-ის, ჰ. ა-ის, ბ. გ-ის, ა. ვ-ის, შ. დ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ი-ის, ჯ. კ-ის, ჰ. ა-ის, ბ. გ-ის, ა. ვ-ის, შ. დ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე