Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-436-431(კ-14) 24 ნოემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე მ. მ-ის სარჩელისა გამო საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და ნოტარიუსს მ. ფ-ის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

მ. მ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხების – საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და ნოტარიუსს მ. ფ-ის მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსს მ. ფ-ის მიერ გაცემული 2012 წლის 30 აპრილის №25; 2012 წლის 21 ივნისის №35, 2012 წლის 10 ივლისის №37 ადმინისტრაციული აქტებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული 2012 წლის 11 ოქტომბრის №16/3429 ადმინისტრაციული აქტისა და 2006 წლის 8 თებერვლის №1-141; 2006 წლის 22 აპრილის №1-303; 2006 წლის 11 მაისის №1-3019; 2006 წლის 13 ივლისის №1-4514 და 1992 წლის 19 დეკემბრის №2-165 სანოტარო აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხეებისათვის ზიანის სახით - 500000 ლარის სოლიდარულად დაკისრება (იხ. ს.ფ. 1-9; 51-59; 101-109; ტ.1).

შესაგებლით მოპასუხე - საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 133-141; ტ.1).

შესაგებლით სარჩელი არ ცნო არც მოპასუხე ნოტარიუსმა - მ. ფ-ემ (იხ. ს.ფ. 144-153; ტ.1).

მ. მ-ემ არ გაიზიარა მოპასუხე მ. ფ-ის შესაგებელში მითითებული გარემოებები (იხ. ს.ფ. 167-172; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო მ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხის - საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და მ. ფ-ის მიმართ, შემდეგი აქტების: 2006 წლის 8 თებერვლის №1-141; 2006 წლის 22 აპრილის №1-303; 2006 წლის 11 მაისის №1-3019; 2006 წლის 13 ივლისის №1-4514 და 1992 წლის 19 დეკემბრის №2-1365 სანოტარო აქტების ბათილად ცნობისა და მოპასუხეებისათვის ზიანის სახით - 500000 ლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (იხ. ს.ფ. 283-286; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი ნოტარიუსს მ. ფ-ის მიერ გაცემული 2012 წლის 30 აპრილის №25; 2012 წლის 21 ივნისის №35, 2012 წლის 10 ივლისის №37 ადმინისტრაციული აქტებისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული 2012 წლის 11 ოქტომბრის №16/3429 ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. სფ. 357-367; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.მ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას (იხ. ს.ფ. 372-380; ტ.1).

სააპელაციო შესაგებლით მოწინააღმდეგე მხარეებმა - საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ და ნოტარიუსმა მ. ფ-ემ სააპელაციო საჩივარი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 14-21; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 15 მაისის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 43-58; ტ.2).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება (იხ. ს.ფ. 74-81; 91-97; 103-109; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის განჩინებით მ. მ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 114-116; ტ.2).

საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ და ნოტარიუსმა მ. ფ-ემ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით მოითხოვეს მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 123-128; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ მ. მ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე