#ბს-517-504(2კ-14) 20 ნოემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე ბ. ა-ის, მ. ჩ-ის, ნ. მ-ის, ვ. ბ-ის, დ. მ-ის, ნ. მ-ის, ლ. ხ-ის, ე. ბ-ის, ე. ხ-ას, ბ. ჯ-ის, ს. ზ-ისა და მ. რ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 16 ოქტომბერს ბ. ა-ემ, მ. ჩ-ემ, ნ. მ-ემ, ვ. ბ-ემ, დ. მ-ემ, ნ. მ-მა, ლ. ხ-მა, ე. ბ-მა, ე. ხ-ამ, ბ. ჯ-მა, ნ. გ-ამ, ს. ზ-მა, თ. თ-ემ და მ. რ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელეებმა მოითხოვეს ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 26 ივლისის #96, 2013 წლის 19 აგვისტოს #100, 2013 წლის 26 აგვისტოს #117, 2013 წლის 17 სექტემბრის #127 დადგენილებების, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 16 აგვისტოს #68 განკარგულების ბათილად ცნობა. ასევე მოსარჩელეთა დაკავებულ ითანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის უფროსის 2013 წლის 17 სექტემბრის #710, #712, #696, #699, #697, #704, #708, #713, #700, #707, #703, #702, #714, #711 განკარგულებების ბათილად ცნობა, მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 16 აგვისტოს #68 განკარგულების, ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 26 ივლისის #96, 2013 წლის 19 აგვისტოს #100, 2013 წლის 26 აგვისტოს #117 დადგენილებების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 თებერვლის საოქმო განჩინებით ნ. გ-ას მიერ სარჩელის გამოხმობის გამო მის ნაწილში სარჩელი დარჩა განუხილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და ქ. თბილისის საკრებულოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. ა-ემ, მ. ჩ-ემ, ნ. მ-ემ, ვ. ბ-ემ, დ. მ-ემ, ნ. მ-მა, ლ. ხ-მა, ე. ბ-მა, ე. ხ-ამ, ბ. ჯ-მა, ს. ზ-მა, თ. თ-ემ და მ. რ-ემ, რომლებმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ქ. თბილისის საკრებულომ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, სადავო აქტების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ასევე ბ. ა-ემ, მ. ჩ-ემ, ნ. მ-ემ, ვ. ბ-ემ, დ. მ-ემ, ნ. მ-მა, ლ. ხ-მა, ე. ბ-მა, ე. ხ-ამ, ბ. ჯ-მა, ს. ზ-მა და მ. რ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე ბ. ა-ის, მ. ჩ-ის, ნ. მ-ის, ვ. ბ-ის, დ. მ-ის, ნ. მ-ის, ლ. ხ-ის, ე. ბ-ის, ე. ხ-ას, ბ. ჯ-ის, ს. ზ-ისა და მ. რ-ის საკასაციო საჩივრები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე ბ. ა-ის, მ. ჩ-ის, ნ. მ-ის, ვ. ბ-ის, დ. მ-ის, ნ. მ-ის, ლ. ხ-ის, ე. ბ-ის, ე. ხ-ას, ბ. ჯ-ის, ს. ზ-ისა და მ. რ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ასევე ბ. ა-ის, მ. ჩ-ის, ნ. მ-ის, ვ. ბ-ის, დ. მ-ის, ნ. მ-ის, ლ. ხ-ის, ე. ბ-ის, ე. ხ-ას, ბ. ჯ-ის, ს. ზ-ისა და მ. რ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივლისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე