საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-535-522 (კ-14) 12 ნოემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.14წ. გადაწყვეტილებაზე.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 31.10.13წ. გადაწყვეტილებით გ. ბ-ის (გ. ბ-ის უფლებამონაცვლის) სარჩელი მოპასუხეების: სსიპ შემოსავლების სამსახურის, დ. შ-ის, ნ. ი-ის, გ. თ-ის და ა. ბ-ის მიმართ, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.14წ. გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის მოტივით. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-ემ იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტნაციის სასამართლოს გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს 09.10.14წ. განჩინებით კასატორს დაევალა უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 1150.80 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს 09.10.14წ. განჩინება გ. ბ-ეს პირადად ჩაბარდა 25.10.14წ. (ტ.2. ს.ფ.24), რაც დადასტურებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე მისივე ხელმოწერით. გ. ბ-ეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს სასამართლოსთვის.
სსკ-ის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 396.3 და 399-ე მუხლების თანახმად, გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 და 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.14წ. გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე