Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-596-583(კ-14) 9 დეკემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე გ. გ-ისა და დ. ხ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოსა და ამავე სააგენტოს დასავლეთ სამმართველოს ბათუმის განყოფილების მიმართ და მესამე პირების: სსიპ შემოსავლების სამსახურისა და აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მონაწილეობით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გ. გ-ემ და დ. ხ-მა სარჩელი აღძრეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს, ამავე სააგენტოს დასავლეთ სამმართველოს ბათუმის განყოფილების მიმართ, მესამე პირების: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაწილეობით და მოითხოვეს სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 1 ნოემბრის №2176191 და №2176805 ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ასევე ამავე სააგენტოს დასავლეთ სამმართველოს ბათუმის განყოფილების 2013 წლის №1841168 და №1841235 ადმინისტრაციულ აქტების ბატილად ცნობა და შესაბამისად, მოპასუხე ორგანოს დავალდებულება გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მოსარჩელეების მიერ აუქციონზე შეძენილი მექანიკური ავტოსატრასპორტო საშუალებების საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით (იხ. ს.ფ. 1-11; ტ.1).

მოპასუხეებმა - სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტომ და ამავე სააგენტოს დასავლეთ სამმართველოს ბათუმის განყოფილებამ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა (იხ. ს.ფ. 67-76; 130-139; ტ.1).

წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო არც მესამე პირმა - სსიპ შემოსავლების სამსახურმა (იხ. ს.ფ. 107-114; ტ.1).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით გ. გ-ისა და დ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ბათუმის განყოფილების 2013 წლის 18 სექტემბრის №1841168 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ. ხ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ბათუმის განყოფილების 2013 წლის 18 სექტემბრის №1841235 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 1 ნოემბრის №2176741 გადაწყვეტილება დ. ხ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 1 ნოემბრის №2175990 გადაწყვეტილება გ. გ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ბათუმის განყოფილებას დაევალა გ. გ-ის სახელზე მექანიკური სატრასპორტო საშუალების - ,,...“, საიდენტიფიკაციო კოდი:№... და მექანიკური სატრასპორტო საშუალების - ,,...“, საიდენტიფიკაციო კოდი:№... საკუთრების უფლებით აღრიცხვა; სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ბათუმის განყოფილებას დაევალა დ. ხ-ის სახელზე მექანიკური სატრასპორტო საშუალების - ,,...“, საიდენტიფიკაციო კოდი:№... საკუთრების უფლებით აღრიცხვა; მოპასუხეებს - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ბათუმის განყოფილებას მოსარჩელეების - გ. გ-ისა და დ. ხ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 200 ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის სანაცვლოდ (იხ. ს.ფ. 204-225; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტომ და სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ბათუმის განყოფილებამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 233-246; ტ.1).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 255-168; ტ.1).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს, სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ბათუმის განყოფილებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ბათუმის განყოფილებას დაევალა მოსარჩელე - გ. გ-ის სახელზე მექანიკური სატრასპორტო საშუალების - ,,...“, საიდენტიფიკაციო კოდი:№... და მექანიკური სატრასპორტო საშუალების - ,,...“, საიდენტიფიკაციო კოდი:№... საკუთრების უფლებით აღრიცხვა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ბათუმის განყოფილებას დაევალა მოსარჩელე - დ. ხ-ის სახელზე მექანიკური სატრასპორტო საშუალების - ,,...“, საიდენტიფიკაციო კოდი:№... საკუთრების უფლებით აღრიცხვა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ბათუმის განყოფილებას დაევალა მოსარჩელე - გ. გ-ის სახელზე მექანიკური სატრასპორტო საშუალების - ,,...“, საიდენტიფიკაციო კოდი:№... და მექანიკური სატრასპორტო საშუალების - ,,...“, საიდენტიფიკაციო კოდი:№... საკუთრების უფლებით აღრიცხვა გ. გ-ის მიერ კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის ანუ საგადასახადო ვალდებულების (გარდა ჯარიმისა და საურავის) შესრულების შემდეგ; სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ბათუმის განყოფილებას დაევალა მოსარჩელე - დ. ხ-ის სახელზე მექანიკური სატრასპორტო საშუალების - ,,...“, საიდენტიფიკაციო კოდი:№...საკუთრების უფლებით აღრიცხვა დ. ხ-ის მიერ კანონით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის ანუ საგადასახადო ვალდებულების (გარდა ჯარიმისა და საურავის) შესრულების შემდეგ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად (იხ. ს.ფ. 30-52; ტ.2).

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოსარჩელეებისათვის საგადასახადო ვალდებულების - ჯარიმა-საურავის არ დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 63-72; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 89-92; ტ.2).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით სსიპ შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 220-222).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე