795აპ-08 ქ. თბილისი
29 ივლისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. კ-ს მიმართ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განჩინებებში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის საკითხი.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 2 აპრილის განაჩენზე ლ. კ-ას მიმართ.
უზენაესი სასამართლოს განჩინებებში დასაშვებობის შესამოწმებლად საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ, მათ შესავალ ნაწილში განჩინების თარიღად აღნიშნულია _ «9 იანვარი, 2008 წელი», რის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს _ ,,9 იანვარი, 2009 წელი».
აღნიშნული უზუსტობა უნდა გასწორდეს, რაც არ გამოიწვევს განჩინების გაუქმებას ან შეცვლას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 615-ე მუხლით და
დაადგინა:
ლ. კ-ას მიმართ დასაშვებობის შესამოწმებლად საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განჩინებებში დაშვებული უზუსტობა აღმოიფხვრას და მათ შესავალ ნაწილში ნაცვლად: ,,9 იანვარი, 2008 წელი", ჩაიწეროს _ ,,9 იანვარი, 2009 წელი".
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.