Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-536-523(კ-14) 20 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე შ. მ-ის (მოპასუხე) სარჩელისა გამო მოპასუხის: ი. კ-ას (მოსარჩელე) და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შ. მ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის: ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-12; ტ.1).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ი. კ-ა (იხ. ს.ფ. 19-21; ტ.1).

შესაგებლით მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 33-40; ტ.1).

შესაგებლით სარჩელი არ ცნო ასევე მესამე პირმა - ი. კ-ამ (იხ. ს.ფ. 45-52; ტ.1).

ი. კ-ამ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და შ. მ-ის მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-15; ტ.1).

შესაგებლით მოპასუხე - შ. მ-ემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 61-69; ტ.1).

სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა ასევე შესაგებლებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ (იხ. ს.ფ. 72-79; 82-89; ტ.1).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 3 ივნისის №01-19/259 ბრძანება, შ. მ-ეზე გაცემული №01-31/31 საკუთრების უფლების მოწმობაში 17,8 კვ.მ. ფართის ნაწილში ცვლილების შეტანისა და ამორიცხვის თაობაზე; ი. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 223-237; ტ.2).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება და შ. მ-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 245-256; 257-266; ტ.2).

სააპელაციო შესაგებლით მოპასუხე - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 23-30; ტ.3).

სააპელაციო შესაგებლით სააპელაციო საჩირის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა ასევე შ. მ-ემ (იხ. ს.ფ. 34-40; ტ.3).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 13 მაისის განჩინებით ი. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 114-127; ტ.3).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება და შ. მ-ისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 136-152; 164-180; ტ.3).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ი. კ-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 183-184; ტ.3).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით შ. მ-ემ მოითხოვა ი. კ-ას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 192-199; ტ.3).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოითხოვა ი. კ-ას საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 201-203; ტ.3).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, ი. კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მოსაზრებით, კასატორის _ ი. კ-ას საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის - ი. კ-ას მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს ი. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. რ-ეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს ი. კ-ას საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ზ. რ-ეს უნდა დაუბრუნდეს ი. კ-ას საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 14 ნოემბრის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე