Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-556-543(კ-14) 20 იანვარი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა დ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

დ. გ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. (იხ. ს.ფ. 2-13; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 23 აპრილის განჩინებით დ. გ-ის სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს (იხ. ს.ფ. 55-56; ტ.1).

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება გ. მ-ი, ხოლო თანამოპასუხედ ჩაება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხაშურის სარეგისტრაციო სამსახური (იხ. ს.ფ. 76-81; ტ.1).

მესამე პირმა - გ. მ-მა წერილობითი შესაგებლებით სარჩელი არ ცნო და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 100-107; ტ.1).

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა დ. გ-ის განცხადება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო გ. მ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ხაშურში, ... ქ. N14ა-ში, კერძოდ 404 კვ.მ. (დაზუსტებული) მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, საერთო ფართით 203,9 კვ.მ. (მიწის საკადასტრო კოდი ...) (იხ. ს.ფ. 119-121; ტ.1). მითითებული განჩინება გაასაჩივრა გ. მ-მა და მოითხოვა განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 124-125; ტ.1). ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით გ. მ-ის საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (იხ. ს.ფ. 135-137; ტ.1). თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 31 აგვისტოს განჩინებით გ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 ივნისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე (იხ. ს.ფ. 142-145; ტ.1).

დალი გიგილაშვილმა კვლავ მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, მოითხოვა ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალოს ყველანარი მოქმედების განხორციელება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ხშური, ... ქ. №14ა-ში, 4040 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მასზე მდგომ შენობა-ნაგებობებზე, საკადასტრო კოდით: ... დავის საბოლოო დასრულებამდე (იხ. ს.ფ. 156; ტ.1).

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დ. გ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აეკრძალა გ. მ-ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ხაშურში, ... ქ. N14ა-ში, კერძოდ 404 კვ.მ. (დაზუსტებული) მიწის ნაკვეთსა და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობაზე, საერთო ფართით 203,9 კვ.მ. (მიწის საკადასტრო კოდი ...), სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაცია (იხ. ს.ფ. 158-160; ტ.1). მითითებული განჩინება გაასაჩივრა გ. მ-მა და მოითხოვა განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 177; ტ.1). ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის განჩინებით გ. მ-ის საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (იხ. ს.ფ. 202-204; ტ.1). თბილისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 29 მარტის განჩინებით გ. მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7დეკემბრის განჩინება (იხ. ს.ფ. 3-7; ტ.2).

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (46-60; ტ.2)

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 70-78; ტ.2).

სააპელაციო შესაგებლით გ. მ-მა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 115-123; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინებით დ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 177-201; ტ.2).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 210-218; 228-238ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის განჩინებით დ. გ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 241-242; ტ.2).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებებით მესამე პირმა გ. მ-მა და მოწინააღმდეგე მხარემ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 249; 251-251; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული განჩინების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ დ. გ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე