საქმე #ბს-698-684(კ-14) 20 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ი. გ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისა, მარენულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ს. ჰ-ას მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ი. გ-მა სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურისა, მარენულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მანეულის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ს. ჰ-ას მიმართ და მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტების ბათილად ცნობა და ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყნება (იხ. ს.ფ. 2-10; ტ.1).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის განჩინებით ი. გ-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ს. ჰ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს დაზუსტებული ფართით 787,00 კვ.მ, რომლის საკადასტრო კოდია ზონა - მარნეული ..., სექტორი მარნეული ..., კვრატალი ..., ნაკვეთი..., მდებარე ქ. მარნეული, ... ქ. №2-ში (იხ. ს.ფ. 54-56; ტ.1).
მითითებულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა ს. ჰ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (იხ. ს.ფ. 60-62; ტ.1).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით ს. ჰ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს (იხ. ს.ფ. 99-100; ტ.1).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის განჩინებით ს. ჰ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრiს განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს (იხ. ს.ფ. 103-108; ტ.1).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 აპრილის განჩინებით ი. გ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღoნისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 131-133; ტ.1).
შესაგებლით მესამე პირმა - ს. ჰ-ამ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 154-161; 219-227; ტ.1).
დაზუსტებული სარჩელით ი. გ-მა მოპასუხედ მიუთითა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირად - ს. ჰ-ა და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 26 ივლისის №882012355407-03 გადაწყვეტილებისა და 2013 წის 5 აპრილის №882013148571-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ.ს .ფ. 182-192; ტ.1).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 მაისის განჩინებით ი. გ-ის საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 3 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველად (იხ. ს.ფ.196-197; ტ.1).
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 338-346; ტ1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილdა (იხ. ს.ფ. 355-367; ტ.1).
სააპელაციო შესაგებლით ს. ჰ-ამ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 20-27; ტ.1).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მაისის განჩინებით ი. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 229-242; ტ.2).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. გ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 253-265; 277-289; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინებით ი. გ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 291-292; ტ.1).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით ს. ფ-ამ მოითხოვა ი. გ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. ).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის - ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ი. გ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ი. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე