კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე =ბს-26-26(კს-15) 29 იანვარი, 2015 წელი
ქ. თბილისი
010332015950032
ადმინისტრაციული საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ.ს-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ.ს-ემ 15.06.2010წ. განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, ყადაღის დადება ჯ.რ-ის საკუთრებაში რიცხულ ქ.ბათუმში, ... ქ. =17/19 მდებარე უძრავ ქონებაზე (ს.კ. =...).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.06.2010წ. განჩინებით ზ.ს-ის განცხადება დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ.ბათუმში, ... ქ. =19-ში მდებარე ჯ.რ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას.
ზ.ს-ემ 30.06.2010წ. სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჯ.რ-ისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის 10.06.2010წ. გადაწყვეტილებისა და 19.02.2002წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 29.09.2010წ. განჩინებით ზ.ს-ის სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ იქნა წარმოებაში მიღებული.
28.02.2011წ. ზ.ს-ემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების ჯ.რ-ის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის, აჭარის სააღსრულებო ბიუროს, რ.წ-ის მიმართ და მოითხოვა ქონების აღწერა-შეფასების აქტის, აუქციონის შესახებ უწყების, აუქციონის ოქმის, აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების გადაცემის თაობაზე განკარგულების, 16.08.2002წ. ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს 16.08.2002წ., 20.08.2002წ. გადაწყვეტილებების, სააღრიცხვო ბარათისა და ტექნიკური ბარათის ბათილად ცნობა.
25.02.2011წ. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 25.02.2011წ. განჩინებით ზ.ს-ეს უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. ამავე სასამართლოს 25.02.2011წ. განჩინებით ზ.ს-ის სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო.
23.09.17წ. ჯ.რ-ემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის სახით მის უძრავ ქონებაზე რიცხული ყადაღის მოხსნის მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.10.2014წ. განჩინებით ჯ.რ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.01.2010წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმად სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ.ბათუმში, ... ქ. =19-ში მდებარე ჯ.რ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას.
13.10.2014წ. ზ.ს-ემ საჩივრით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 06.10.2014წ. განჩინების გაუქმება, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ყადაღის ძალაში დატოვება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.10.2014წ. განჩინებით ზ.ს-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად, საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.11.2014წ. განჩინებით ზ.ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.10.2014წ. განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ. ზ.ს-ეს განემარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.11.2014წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ.ს-ემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.11.2014წ. განჩინებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.10.2014წ. განჩინების გაუქმება, ასევე დავის საბოლოო დასრულებამდე უძრავ ქონებაზე რიცხული ყადაღის ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ.ს-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. სსკ-ის 197.1 მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. ამავე კოდექსის 1971 მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს. განსახილველ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 06.10.2014წ. განჩინებით ჯ.რ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 16.01.2010წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იყო ყადაღა გამოყენებული დატოვებულ იქნა განუხილველად ზ. ს-ის მიერ სარჩელის გახმობის გამო. ზ.ს-ემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე შეიტანა საჩივარი, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.10.2014წ. განჩინებით მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად, საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.11.2014წ. განჩინებით ზ.ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1971.4 მუხლის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
სსკ-ის 419.1 მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. განსახილველ შემთხვევაში ზემდგომი ინსტანციის - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 25.11.2014წ. განჩინებით ზ.ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მასვე განემარტა, რომ აღნიშნული განჩინება საბოლოო იყო და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას სსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლების საფუძველზე. მიუხედავად აღნიშნულისა, ზ.ს-ის მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრით, რაც სსკ-ის 419-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 419-ე 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.ს-ის კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილვევად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ.ვაჩაძე