Facebook Twitter

ბს-595-582 (კ-14) 05 თებერვალი, 2015 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. გ-ის, შ. ძ-ის, ჯ. გ-ის და სხვათა (18 პირი) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.14წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. გ-ემ, შ. ძ-მა, ჯ. გ-ემ და სხვებმა (18 პირი) 20.11.13წ. სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ქ. ქუთაისის მერიის მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 31.01.14წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიას მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანება 14 985.51 ლარი, საურავი 13034.54 ლარი, სულ - 28020.05 ლარი; შ. ძ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანება 16 095.11 ლარი, საურავი 13 764 ლარი, სულ 29859.11 ლარი; ჯ. გ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანება 6536.96 ლარი, საურავი 5898.60 ლარი, სულ - 12426.50 ლარი; ვ. ჩ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანება 3779.92 ლარი, საურავი 3406.80 ლარი, სულ - 7186.77 ლარი; გ. გ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანება 405.80 ლარი, საურავი 373.20 ლარი, სულ - 779 ლარი; ი. ჭ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანება 615.52 ლარი, საურავი 553.20 ლარი, სულ - 1168.72 ლარი; დ. გ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანება 321.38 ლარი, საურავი 296.40 ლარი, სულ - 617.78 ლარი; გ. გ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანება 493.47 ლარი, საურავი 462 ლარი, სულ - 955.47 ლარი; რ. ტ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანება 384.47 ლარი, საურავი 346.80 ლარი, სულ - 731.27 ლარი; მ. ა-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანება 885.55 ლარი, საურავი 799.20 ლარი, სულ - 1684.75 ლარი; რ. კ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანება 924.85 ლარი, საურავი 822 ლარი, სულ - 1746.85 ლარი; თ. ს-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანება 887.26 ლარი, საურავი 810 ლარი, სულ - 1697.26 ლარი; ნ. გ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანება 858.10 ლარი, საურავი 772.80 ლარი, სულ - 1630.90 ლარი; მ. ბ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანება 866.70 ლარი, საურავი 783.60 ლარი, სულ - 1650.30 ლარი; ო. კ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანება 497.10 ლარი, საურავი 450 ლარი, სულ - 947.10 ლარი; რ. ლ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანება 320.50 ლარი, საურავი 296.40 ლარი, სულ - 616.90 ლარი; რ. გ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანება 165.98 ლარი, საურავი 153.60 ლარი, სულ - 319.59 ლარი; ფ. ხ-ის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანება 2000 ლარი, საურავი 1086 ლარი, სულ - 3086 ლარი.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ქუთაისის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.14წ. გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება ქ. ქუთაისის მერიისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ საურავის გადახდის დავალების ნაწილში, ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სახელფასო დავალიანების გადახდის დავალების ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. გ-ემ, შ. ძ-მა, ჯ. გ-ემ და სხვებმა (18 პირი), რომელმაც გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის გაუქმების გზით ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდება სარჩელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. გ-ის, შ. ძ-ის, ჯ. გ-ის და სხვათა (18 პირი) საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. გ-ის, შ. ძ-ის, ჯ. გ-ის და სხვათა (18 პირი) საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.06.14წ. გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე