საქმე #ბს-718-704(კ-7კს-14) 6 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე;
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის; წარმომადგენელი - ი. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მესამე პირები - მი. კ-ი, გ. წ-ი, ა. კ-ი, ხ. კ-ი, ვ. კ-ე
დავის საგანი _ უსწორობის გასწორება და დამატებითი გადაწყვეტილების მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 23 იანვარს შ. ი-მა, ი. ჭ-მა, შ. კ-მა, მ. ფ-მა და მ. კ-მა სარჩელი აღძრეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში დუშეთის მუნიციპალიტეტში მოპასუხეების: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ და მოითხოვეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეები: მი. კ-ი, გ. წ-ი, ა. კ-ი, ხ. კ-ი, ვ. კ-ე.
მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №86 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №11 ბრძანება და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №2 ბრძანება, რომლის გამოცემის თარიღად მითითებულია ასევე 2014 წლის 6 იანვარიც და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; სადავო საკითხთან დაკავშირებით ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 23 იანვრის №9 ოქმი, იმ ნაწილში, რომლითაც არ იქნა გაზიარებული შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ის, მ. კ-ის მიმართ მიღებული საპრეტენზიო კომისიის დასკვნა და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელე შ. ი-თან დაკავშირებით მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანებასთან მიმართებაში, ი. ჭ-თან დაკავშირებით მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №11 ბრძანებასთან მიმართებაში, შ. კ-თან დაკავშირებით მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 3 იანვრის №2 ბრძანებასთან მიმართებაში, რომლის გამოცემის თარიღად ბათილად ცნობილ ამავე აქტში ასევე მითითებულია 2014 წლის 6 იანვარიც. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ბათილად ცნობილ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 23 იანვრის №9 ოქმთან დაკავშირებით (რომლითაც არ იქნა გაზიარებული შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის მიმართ მიღებული საპრეტენზიო კომისიის დასკვნა. აპელანტი ასევე ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნები, ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შუამდგომლობის არ დაკმაყოფილების ნაწილში წარმოადგენს ასევე კერძო საჩივარსაც.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება ნაწილობრივ; კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 10 მარტის №47 წერილის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და დავის ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება განჩინების სახით; მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურო საატესტაციო კომისიის, მესამე პირების - მი. კ-ის, გ. წ-ის, ა. კ-ის, ხ. კ-ისა და ვ. კ-ის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებით აღძრული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა ნაწილობრივ; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 10 მარტის №47 წერილის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სარჩელის დაუშვებლობის გამო არ დაკმაყოფილდა კერძო საჩივრის ავტორების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის კერძო საჩივარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება ნაწილობრივ; კერძოდ, მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის და შ. კ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სრულად ბათილად ცნობაზე, ასევე სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში და დავის ამ ნაწილში საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის №12 ბრძანება მოსარჩელე შ. ი-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. ი-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა მოსარჩელე - შ. ი-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 3 იანვრის №11 ბრძანება მოსარჩელე ი. ჭ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; ი. ჭ-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ი. ჭ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. ბათილად იქნა ცნობილი ძალაში შესვლის დღიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2014 წლის 3 იანვრის (2014 წლის 6 იანვრის) ბრძანება მოსარჩელე შ. კ-ის დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; შ. კ-ი აღდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა შ. კ-ისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სახით სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის ნაწილში მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2013 წლის 15 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებები; მოპასუხის - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას დაევალა მოსარჩელეების საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა. მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის დუშეთის მუნიციპალიტეტში 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
2014 წლის 28 ივლისს შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინებაში უსწორობის გასწორება.
2014 წლის 28 ივლისს შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა კვლავ მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა - შ. ი-ის, ი. ჭ-ისა და შ. კ-ისათვის თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა კვლავ მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისისა და 2014 წლის 17 ივლისის შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში და ამავე თარიღის განჩინებაში უსწორობის გასწორება, კერძოდ, ერთ-ერთი მოსარჩელის (აპელანტის) მ. ფ-ის ნაცვლად მითითებულია მ. ფ-ი.
2014 წლის 28 ივლისს შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა სააპელაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის სხდომის ოქმში შენიშვნების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა სასამართლოს საპროცესო აქტებში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე. გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის №3ბ/764-14 გადაწყვეტილების, ასევე 2014 წლის 17 ივლისის №3ბ/764-14 განჩინების სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული შეცდომა იმგვარად, რომ ყველგან ნაცვლად გვარ-სახელისა ,,მ. ფ-ი“, მიეთითა გვარ-სახელი ,,მ. ფ-ი“; გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული შეცდომა იმგვარად, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მიეთითა იმავე სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი (ნაცვლად 1-ლი პუნქტისა), ხოლო მე-6 პუნქტში - მე-4 პუნქტი (ნაცვლად მე-2 პუნქტისა). აპელანტებს - შ. ი-ს, ი. ჭ-ს და შ. კ-ს (წარმომადგენელი ი. პ-ი), უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე; აპელანტებს (წარმომადგენელი ი. პ-ი) უარი ეთქვათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმის სისწორისა და სისრულის დადასტურებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განჩინება სასამართლოს საპროცესო აქტებში დაშვებული უსწორობების გასწორების ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით.
2014 წლის 25 აგვისტოს შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა კვლავ მიმართა შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ 2014 წლის 17 ივლისს მიღებულ იქნა შემაჯამებელი გადაწყვეტილებები, რომლის სარეზოლუციო ნაწილები გადაეცა 2014 წლის 24 ივლისს, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილებები - 2014 წლის 19 აგვისტოს. ამავე დღეს გადაეცა უსწორობის გასწორებისა და სხვა საპროცესო მოქმედებების თაობაზე 2014 წლის 1 აგვისტოს მიღებული განჩინებაც. შუამდგომლობის ავტორის აზრით მათი ნაწილი საჭიროებს დამატებითი გადაწყვეტილების მიღებითა და უსწორობის გასწორების საპროცესო მექანიზმებით მოწესრიგებას შემდეგ გარემოებათა გამო:
კონკრეტულ საქმეზე სააპელაციო საჩივრით ერთ-ერთ სააპელაციო პრეტენზიას წარმოადგენდა ის, რომ უსაფუძვლო იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს დუშეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2014 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეები - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან, ამ მიმართებით გადაწყვეტილების წინააღმდეგობა დგინდებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილთან და ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები (სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები) მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც“, ხოლო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე“ და არა თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებები და ორგანიზაციები, რაც არ იყო მოპასუხეების სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების საფუძველი.
შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საქართველოში ბიუჯეტი იყოფა 3 ჯგუფად - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი და ისინი არ მოიცავენ ერთმანეთს. ამდენად, ცალსახაა კანონმდებლის ნება, რომ საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მხოლოდ დაწესებულებები (ორგანიზაციები) და არა თვითმმართველი ერთეული ბიჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებები და ორგანიზაციები. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნულზე.
ამასთან, იმ პირობებში როდესაც თავად სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის საფუძვლით მოწესრიგდა ერთ-ერთი საკითხი, თავად სააპელაციო პალატაც როგორც ახალი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო ვალდებული იყო ამ მიმართებით დამატებით მოეწესრიგებინა საპროცესო ხარჯების საკითხი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის ჭრილში, ვინაიდან, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების მიღებით დადასტურდა, რომ მოპასუხე - დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიას 2013 წლის 25 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილებები მიღებული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, რაც დასახელებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი გახდა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა უსწორობის გასწორების მოთხოვნით წარდგენილი შუამდგომლობა, რის შედეგადაც უნდა გასწორებულიყო 2014 წლის 17 ივლისს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებში არსებულ ტექსტში სხვა პუნქტებზე მითითება, მაგრამ რეალურად ის არ გასწორდა და 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინებით კვლავ დარჩა პირვანდელი რედაქციით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის ძალით მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებში დაშვებული უსწორობანი“, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი, თავის მხრივ, ითვალისწინებს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ,,გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებები და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა ასევე მაშინაც, როდესაც სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება“. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, აღნიშნულ მუხლში ,,დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში“ არ გულისხმობს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან სხდომაზე დამსწრე პირის მხრიდან 7 დღის განმავლობაში ასეთი საპროცესო უფლების რეალიზებას, ვინაიდან, ასეთ დანაწესს არ შეიცავს დასახელებული ნორმის საკანონმდებლო შინაარსი. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იქ სადაც კანონმდებელი გარკვეული საპროცესო მოქმედების ან მოვლენის ათვლის საწყის წერტილს უკავშირებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, ამას სწორად ხსენებული ფრაზებით უთითებს კიდევაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებში, მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 257.2 და 284.6 მუხლებში. საპროცესო კანონი დამატებითი გადაწყვეტილების მისაღებად შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენის უფლებას, რომ ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში, აღნიშნულს კანონმდებელი ამ სიტყვის დართვით ჩამოაყალიბებდა 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსში, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ამავე კოდექსშივე მისთვის მიღებული საკანონმდებლო სტილია გარკვეულ საკითხებზე გადაწყვეტილების მითითება, არა მისი დასაბუთებული ვერსიის მნიშვნელობით, არამედ გადაწყვეტილება, როგორც მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, ის ასეთად უთითებს კიდევაც ცალკეულ ნორმებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსი გულისხმობს სხდომაზე დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7-დღიანი ვადის ათვლას. ვინაიდან, აღნიშნულ ნორმაში კანონმდებელი არ მიუთითებს, ასეთი უფლების წარმოშობას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტიდან. საგულისხმოა, რომ მითითებულ საკითხზე დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სასამართლომაც მიუხედავად 7-დღიანი ვადისა, ამდენად, მხარის მხრიდან ასეთი ვადის გაშვების შემთხვევაშიც, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური მართლმსაჯულების პირობებში თავად სასამართლო, საკუთარი ინიცირებითაც კი უფლებამოსილია მოაწესრიგოს ის საკითხი, რომლის მოწესრიგება მას გამორჩა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მსჯელობის დროს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდომლობის ავტორი ითხოვდა უსწორობის გასწორებას მართებული ფორმულირებით და ასევე დამატებითი გადაწყვეტილების მიღებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინებით აპელანტების შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის - ი. პ-ის შუამდგომლობა საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დარჩა განუხილველად; აპელანტების შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის - ი. პ-ის შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის №3ბ/764-14 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის სააპელაციო საჩივრის გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილები გამოცხადდა 2014 წლის 17 ივლისის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ აპელანტები - შ. ი-ი, ი. ჭ-ი, შ. კ-ი, მ. ფ-ი, მ. კ-ი და მათი წარმომადგენელი - ი. პ-ი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ მოთხოვნა აპელანტებს სასამართლოსთვის უნდა წარმოედგინათ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დღიდან - 2014 წლის 17 ივლისიდან 7 დღის ვადაში, რაც მათ არ გაუკეთებიათ. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მტკიცება იმის შესახებ, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის წარმოადგენის შვიდდღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მხარეების თანდასწრებით დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება არა მარტო 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსს (ნორმა არ არის ორაზროვანი/ბუნდოვანი, დაუშვებელია იგი განიმარტოს თავისი ნამდვილი შინაარსის საწინააღმდეგო მნიშვნელობით), არამედ საპროცესო ინსტიტუტის - დამატებითი გადაწყვეტილების მიზნებს ზოგადად, კერძოდ, სსს კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ანალიზი ცხადყოფს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების საგანი შეიძლება იყოს კონკრეტული შინაარსის სასარჩელო (სააპელაციო საჩივრის) მოთხოვნა (,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები) ან სასამართლო ხარჯების საკითხი (,,გ“ პუნქტი) და არა სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელის, ამ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული რომელიმე ფაქტობრივი გარემოების სასამართლოს მიერ არ გამოკვლევა, რაიმე მტკიცებულების შეუფასებლობა, აგრეთვე ამა თუ იმ სამართლებრივი საკითხის გამო სასამართლოს მხრიდან განმარტებების არ გაკეთება; აღნიშნული საკითხები შესაძლოა იყოს სხვა სახის საპროცესო აქტივობის - სააპელაციო/საკასაციო საჩივრის, მაგრამ არა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ შუამდგომლობის საგანი; კონკრეტულ სადავო შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის პრეტენზიის არსი მდგომარეობს არა იმაში, რომ სასამართლომ საერთოდ არ გადაწყვიტა სახელმწიფო ბაჟის საკითხი, არამედ ის, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის შესახებ საკითხზე უშუალოდ იმ სამართლებრივ ნორმათა ჭრილში, რომლებზედაც მიუთითებდნენ აპელანტები სააპელაციო საჩივარში; დაინტერესებული მხარის მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნის საპროცესო უფლების რეალიზება უკავშირდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის მოსმენის/გაცნობის მომენტს, რადგან სწორედ ამ დროიდან უნდა გახდეს ცნობილი მხარისთვის იმ ხარვეზის შესახებ, რომელიც დაუშვა სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აღსანიშნავია, რომ აპელანტები სადავოდ არ ხდიან 17.07.2014 წლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის სისრულეს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის ასევე 63-ე მუხლის საფუძველზე აპელანტების შუამდგომლობა დამატებით გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად. კერძოდ, 63-ე მუხლით დადგენილია, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის №3ბ/764-14 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობების გასწორების შესახებ შუამდგომლობას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ეს უკანასკნელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის - ი. პ-ის შუამდგომლობა სასამართლოს საპროცესო აქტებში დაშვებული უსწორობების გასწორების თაობაზე; გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის №3ბ/764-14 გადაწყვეტილების, ასევე 2014 წლის 17 ივლისის №3ბ/764-14 განჩინების სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული შეცდომა იმგვარად, რომ ყველგან ნაცვლად გვარ-სახელისა ,,მ. ფ-ი“, მიეთითა გვარ-სახელი ,,მ. ფ-ი“; გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული შეცდომა იმგვარად, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მიეთითა იმავე სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი (ნაცვლად 1-ლი პუნქტისა), ხოლო მე-6 პუნქტში მე-4 პუნქტი (ნაცვლად მე-2 პუნქტისა).
ამდენად, სააპელაციო პალატამ 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ერთხელ უკვე იმსჯელა და გადაწყვიტა პალატის 2014 წლის 17 ივლისის №3ბ/764-14 განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ საკითხი ისე, რომ გაასწორა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული შეცდომა - განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მიეთითა იმავე სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტზე (ნაცვლად 1-ლი პუნქტისა), ხოლო მე-6 პუნქტში - მე-4 პუნქტზე (ნაცვლად მე-2 პუნქტისა); აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების წარმომადგენლის მტკიცებას მასზედ, რომ საქმეზე მიღებული 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინებით რეალურად არ გამოსწორებულა 17.07.2014 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული უსწორობები (იხ. 25.08.2014 წლის შუამდგომლობა); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260. 1 მუხლის დებულებების საფუძველზე მიიჩნია, რომ არ არსებობს უსწორობის გასწორების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და მისი შესაბამისი სამართლბერივი საფუძვლები, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისა და განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე უარის თქმის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის საქმის სააპელაციო პალატისათვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონმდებლობათა უხეში დარღვევით და განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის ძალით მოქმედი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწორს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი“, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი, თავის მხრივ, ითვალისწინებს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას, რომლის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ,,გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებები და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვტილება არ გამოტანილა და ასევე მაშინაც, როდესაც სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება“. აღნიშნულ მუხლში ,,დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში“ არ გულისხმობს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან სხდომაზე დამსწრე პირის მხრიდან 7 დღის განმავლობაში ასეთი საპროცესო უფლების რეალიზებას, ვინაიდან, ასეთ დანაწესს არ შეიცავს დასახელებული ნორმის საკანონმდებლო შინაარსი. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იქ სადაც კანონმდებელი გარკვეული საპროცესო მოქმედების ან მოვლენის ათვლის საწყის წერტილს უკავშირებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, ამას სწორედ ხსენებული ფრაზებით უთითებს კიდევაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებში, მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257.2 და 284.6 მუხლებში. საპროცესო კანონი დამატებითი გადაწყვეტილების მისაღებად შუამდგომლობის სასამართლოში წარდგენის უფლებას, რომ ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში, აღნიშნულს კანონმდებელი ამ სიტყვის დართვით ჩამოაყალიბებდა 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსში, ხოლო იმ პირობებში, როდესაც ამავე კოდექსშივე მისთვის მიღებული საკანონმდებლო სტილია გარკვეულ საკითხებზე გადაწყვეტილების მითითება, არა მისი დასაბუთებული ვერსიის მნიშვნელობით, არამედ გადაწყვეტილება, როგორც მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, ის ასეთად უთითებს კიდევაც ცალკეულ ნორმებში.
ამდენად პროცესუალურად მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას დამსწრე პირის მიერ 7 საპროცესო დღის განმავლობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსი გულისხმობს სხდომაზე დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 - დღიანი ვადის ათვლას. ვინაიდან, აღნიშნულ ნორმაში კანონმდებელი არ მიუთითებს, ასეთი უფლების წარმოშობას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტიდან. საგულისხმოა, რომ მითითებულ საკითხზე დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს სასამართლომაც მიუხედავად 7-დღიანი ვადისა, ამდენად, მხარის მხრიდან ასეთი ვადის გაშვების შემთხვევაშიც, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური მართმსაჯულების პირობებში თავად სასამართლო, საკუთარი ინიცირებითაც კი უფლებამოსილია მოაწესრიგოს ის საკითხი, რომლის მოწესრიგება მას გამორჩა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მსჯელობის დროს. ამდენად, აღნიშნული არგუმენტების ანალიზით კერძო საჩივრის ავტორს, მიაჩნია, რომ დასახელებული უფლების - დამატებითი გადაწყვეტილების მისაღებად შუამდგომლობის სასამართლოსათვის წარდგენის უფლება წარმოიშობა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან და არა სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტიდან. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი.
გარდა აღნიშნულისა, საქმეზე მიღებული 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა უსწორობის გასწორების მოთხოვნით წარდგენილი შუამდგომლობა, რის შედეგადაც უნდა გასწორებულიყო 2014 წლის 17 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტებში არსებული ტექსტში სხვა პუნქტებზე მითითება, მაგრამ რეალურად ის არ გასწორდა და 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინებით კვლავ დარჩა პირვანდელი რედაქციით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე“, ხოლო შრომის უფლება სოციალურ უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები - სარჩელზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან“. ამდენად, წარმოდგენილ საქმეზე როგორც სარჩელი, ასევე კერძო საჩივარი კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან, რის გამოც კერძო საჩივარი წარმოდგენილია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ. ი-ის, ი. ჭ-ის, მ. ფ-ის, შ. კ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ,,გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება“.
აღნიშნული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში, ე.ი. ვადის ათვლა ითვლება გამოცხადებიდან, ამასთანავე, საყურადღებოა ის საკითხი, რომ ძირითადი გადაწყვეტილების გამოცხადებას უნდა ესწრებოდეს მხარე (განმცხადებელი) და მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიწყება 7-დღიანი ვადის დენა გამოცხადების დღიდან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებიან მხარეები ან არ ესწრება ერთ-ერთი საპროცესო სუბიექტი, მაშინ 7-დღიანი ვადის დენა ამ სუბიექტის მიმართ უნდა დაიწყოს იმ დღიდან, როდესაც მას ჩაბარდა მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება/განჩინება. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება მხარე, მისთვის ცნობილია სარეზოლუციო ნაწილი და ცნობილია იმის შესახებ რაიმე საკითხზე ხომ არ გამორჩა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანა, სრულყოფილად არის თუ არა ყველა საკითხზე გამოტანილი გადაწყვეტილება, სარეზოლუციო ნაწილში ყველა მოთხოვნაზე დასკვნის არარსებობა ადასტურებს საქმის არასრულყოფილად გადაწყვეტას.
კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით დასტურდება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ აპელანტები - შ. ი-ი, ი. ჭ-ი, შ. კ-ი, მ. კ-ი და მათი წარმომადგენელი - ი. პ-ი (იხ. ს.ფ. 83; ტ. IV), შესაბამისად, მათ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით სასამართლოსათვის უნდა მიემართათ 2014 წლის 24 ივლისის 24 საათამდე. აქვე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართალია, სხდომას არ ესწრებოდა აპელანტი - მ. ფ-ი, მაგრამ როგორც აღვნიშნეთ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მისი წარმომადგენელი - ი. პ-ი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას შ. ი-ის, ი. ჭ-ის, მ. ფ-ის, შ. კ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობის დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე განუხილველად დატოვების შესახებ. აქვე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქმის მასალების თანახმად, შ. ი-ის, ი. ჭ-ის, მ. ფ-ის, შ. კ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით 2014 წლის 25 აგვისტოს ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი, კანონისმიერი 7 - დღიანი ვადის დარღვევით მიმართა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
აქვე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შუამდგომლობის ავტორი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვდა არა იმ საფუძვლით, რომ სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა რაიმე საკითზე დასკვნას, არამედ არ იზიარებდა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან მიმართებაში განმარტავს, რომ 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი პირობა უკავშირდება პროცესუალურ შემთხვევას. აღნიშნული პირობის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოტანილი, თუ ამ საქმეზე გამოტანილი ძირითადი გადაწყვეტილება არ შეიცავს პასუხს მხარის ისეთი მოთხოვნის მიმართ, რომელიც მართალია იყო განხილვის საგანი, ე.ი. მოხდა მისი განხილვა ამ კოდექსით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს რატომღაც გამორჩა მხედველობიდან მიეღო გადაწყვეტილება ამ კონკრეტული მოთხოვნის მიმართ ანუ რამდენიმე მოთხოვნიდან სასამართლომ არ იმსჯელა და გადაწყვეტილება არ გამოიტანა ერთ-ერთის მიმართ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მეორე მოთხოვნას რომლითაც უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინების, უსწორობის გასწორებაზე უარის თქმის ნაწილში, ამ ნაწილშიც საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვენს და დამატებით მიუთითებს, რომ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები, აღნიშნულით გათვალისწინებულია ისეთი შეცდომების გამოსწორება, რომლიც არ ცვლის სასამართლო გადაწყვეტილების არსს. უსწორობა შეიძლება ეხებოდეს მხარეების დასახელებას, მექანიკურ არითმეტიკულ შეცდომას წერის დროს და ა.შ. დაუშვებელია ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარს.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ 2014 წლის 28 ივლისს შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინებაში უსწორობის გასწორება, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტების ტექსტებში ამავე სარეზოლუციო ნაწილის სხვა პუნქტების ნუმერაციაზე არასწორად იქნა მითითებული. შემდგომ შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენელმა ი. პ-მა კვლავ მიმართა სააპელაციო სასამართლოს და კვლავ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში და ამავე თარიღის განჩინებაში უსწორობის გასწორება, კერძოდ, ერთ-ერთი მოსარჩელის (აპელანტის) მ. ფ-ის ნაცვლად მითითებულია მ. ფ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 აგვისტოს განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტების - შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა სასამართლოს საპროცესო აქტებში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე. გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის №3ბ/764-14 გადაწყვეტილების, ასევე 2014 წლის 17 ივლისის №3ბ/764-14 განჩინების სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული შეცდომა იმგვარად, რომ ყველგან ნაცვლად გვარ-სახელისა ,,მ. ფ-ი“, მიეთითა გვარ-სახელი ,,მ. ფ-ი“; გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული შეცდომა იმგვარად, რომ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტში მიეთითა იმავე სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი (ნაცვლად 1-ლი პუნქტისა), ხოლო მე-6 პუნქტში - მე-4 პუნქტი (ნაცვლად მე-2 პუნქტისა). აპელანტებს - შ. ი-ს, ი. ჭ-ს და შ. კ-ს (წარმომადგენელი ი. პ-ი), უარი ეთქვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე; აპელანტებს (წარმომადგენელი ი. პ-ი) უარი ეთქვათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმის სისწორისა და სისრულის დადასტურებაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განჩინება სასამართლოს საპროცესო აქტებში დაშვებული უსწორობების გასწორების ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად სწორად უთხრა უარი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისა და უსწორობის გასწორებაზე და წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს საფუძვლიან არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისათვის, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინება.
ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. ი-ის, ი. ჭ-ის, შ. კ-ის, მ. ფ-ისა და მ. კ-ის წარმომადგენლის - ი. პ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 12 სექტემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ლევან მურუსიძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე